მეკნესი
| ქალაქი
მეკნესი
مكناس
|
მეკნესი (არაბ. مكناس; ფრანგ. Meknès; ესპ. Mequinez) — ქალაქი ჩრდილოეთ მაროკოში, დედაქალაქ რაბატიდან დაშორებულია 130 კილომეტრით, ხოლო ფესიდან 60 კმ-ით. მულაი ისმაილის მმართველობისას (1672–1727), მეკნესი მაროკოს დედაქალაქი იყო, სანამ ის მარაკეშში გადავიდოდა. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 985 000 ადამიანს შეადგენს. ამჟამად ის მეკნეს-ტაფილალეტის რეგიონის დედაქალაქია. სახელწოდება მეკნესი მომდინარეობს ბერბერული ტომის სახელიდან, რომელსაც შუა საუკუნეების ჩრდილოაფრიკული წყაროების მიხედვით მიკნასა ერქვა.
თავდაპირველი საზოგადოება, რომლის ირგვლიბაც მეკნესი გავითარდა, იყო VIII საუკუნის კასბაჰი. ბერბერული ტომი მიკნასა, რომელიც სამხრეთ ტუნისის ტერიტორიაზე სახლობდა, აქ IX საუკუნეში გადმოსახლდა და ქალაქმა სწრაფად ზრდა იწყო.
ალმორავიდებმა აქ IX საუკუნეში ციხესიმაგრე დააარსეს. იგი ალმოჰადების გაძლიერებას ეწინააღმდეგებოდა, რომლებმაც ის შემდგომში დაანგრიეს. ამის შემდეგ ციხე უფრო დიდი ზომით, მეჩეთით და გაძლიერებული ფორტიფიკაციით აღდგა. ქალაქმა აყვავება განაგრძო XIV საუკუნეში ვატასიდების დინასტიის დროს. მეკნესმა თავის ოქროს ხანას მულაი ისმაილის მმართველობისას მიაღწია, როდესაც ის მაროკოს სულთანატის დედაქალაქი იყო. ისმაილმა ქალაქის ძველ ნაწილში ზღვაში დატყვევებული ქრისტიანი მეზღვაურებისთვის ციხე ააგო. მან ასევე ააშენა სხვა მრავალი ნაგებობა, ბაღები, მუნუმენტური ჭიშკრები, მეჩეთები და გრძელი კედელი, რომლის სიგრძეც 40 კმ იყო.
1996 წელს, მეკნესის ისტორიული ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Une page du ministère de la Communication marocain
- Page sur Meknès dans le site du Patrimoine Mondial de l'Unesco
- Bibliographie sur la ville
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 793 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||