მარსს სჭირდება დედები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსს სჭირდება დედები
რეჟისორი საიმონ უელსი
პროდიუსერი რობერტ ზემეკისი, ჯეკ რეპკე, სტივ სტარკი, სტივენ ბოიდი
ნაწარმოები მარსს სჭირდება დედები:
ბერკლი ბრიზედი
კომპოზიტორი ჯონ პაუელი
სტუდია ImageMovers Digital
დისტრიბუტორი Walt Disney Pictures
პრემიერა
  • მარტი 11, 2011 (2011-03-11)
ხანგრძლივობა 88 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ბიუჯეტი 150,000,000 აშშ დოლარი
შემოსავალი 39,549,758 აშშ დოლარი
IMDb პროფილი

მარსს სჭირდება დედები (ინგლ. Mars Needs Moms) — 2011 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც ეფუძნება ბერკლი ბრიზედის ამავე სახელწოდების რომანს. ფილმი გადაღებულია რეჟისორ საიმონ უელსის მიერ, ImageMovers Digital, ხოლო დისტრიბუტორია Walt Disney Pictures. 150,000,000 აშშ დოლარის ბიუჯეტით ფილმმა შემქმნელებს მოუტანა 39,549,758 აშშ დოლარის შემოსავალი, რამაც რობერტ ზემეკისის მიერ დაარსებული ImageMovers Digital-ის დახურვა გამოიწვია.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ბიჭუნა მაილოს დედას იტაცებენ უცხოპლანეტელები მარსიდან. ისინი თავის პლანეტაზე ამრავლებენ მსგავს არსებებს, მაგრამ არ იციან მათი აღზრდა, ამიტომ ადამიანურ ინსტინქტებს ითვისებენ, უნერგავენ აღმზრდელ რობოტებს, შემდეგ კი პირველწყაროს (ანუ მდედრობითი სქესისა და დედის ინსტინქტის მქონე პირს) ანადგურებენ. მაილო მიემგზავრება მათი ხომალდით, რათა გადაარჩინოს დედა, რომელსაც სულ მცირე ხნის წინ განუცხადა, რომ არ სურს მისი დანახვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]