მაინის ოფენბახი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
მაინის ოფენბახი
Offenbach am Main
|
მაინის ოფენბახი (გერმ. Offenbach am Main) — ქალაქი გერმანიაში, ჰესენის მხარეში. მდებარეობს მდინარე მაინის სამხრეთ ნაპირზე, მაინის ფრანკფურტის გვერდით. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 120 435 ადამიანს ითვლიდა. მიეკუთვნება ფრანკფურტ-რაინ-მაინის მეტროპოლიურ არეალს.
ოფენბახი ტყავის მრეწველობის ცენტრი იყო, რაც ბოლო დეკადებში დასუსტდა. თუმცა, აქ დღემდე რჩება გერმანული ტყავის მუზეუმი (Deutsches Leder Museum) და ტყავის საერთაშორისო ბაზრობა.
ისტორიულ დოკუმენტებში ოფენბახი პირველად 770 წელს ჩნდება. შუა საუკუნეებში ის ხელიდან ხელში გადადიოდა. 1564 წელს ქალაქი ხანძარმა გაანადგურა, თუმცა 1578 წელს აღადგინეს.
სექციების სია |
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
|
გალერეა [რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)

