ლოთარინგია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ლორენი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლოთარინგია

ლოთარინგია, იგივე ლორენი (ფრანგ. Lorraine, გერმ. Lothringen), არის რეგიონი აღმოსავლეთ საფრანგეთში, მდინარეების მაასისა და მოზელის ზემო დინებაში. შედგება 4 დეპარტამენტისაგან:მიორტი და მოზელი, მიოზი, მოზელი, ვოგეზი.

  • ფართობი – 23,6 ათასი.
  • მოსახლეობა – 2,3 მლნ.
  • ქალაქები: მეცი, ნანსი, ტიონვილი.

[რედაქტირება] ისტორია

ძველად ლოთარინგიის ტერიტორიაზე კელტები ცხოვრობდნენ. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს. ძვ. წ. V საუკუნეში ფრანკთა სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. 855 წელს ფრანკთა იმპერატორმა ლოთარ I-მა ეს ტერიტორია თავის ვაჟს, ლოთარს უბოძა (ამ დროიდან მომდინარეობს სახელწოდება "ლოთარინგია"). ლოთარინგია 1766 წლამდე გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის ნაწილი იყო,რის შემდეგაც საფრანგეთმა დაიპყრო ეს მიწა. 1871 წელს პრუსიამ საფრანგეთთან ომის მოგების შემდეგ ისევ შეიერთა ლოთარინგია.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ლოთარინგია ვერსალის ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთს გადაეცა,რომლის შემდეგ დაიწყო ამ რეგიონში მცხოვრები გერმანელების უფლებების შეზღუდვა,მათ გერმანული ენის სწავლის უფლება სკოლაში არ ჰქონიათ. მე–2 მსოფლიო ომისას გერმანიამ ისევ დაიკავა ლოთარინგია და ელზასი. გერმანიის მარცხის შემდეგ ლოთარინგია ისევ საფრანგეთის შემადგენლობაში შევიდა.

[რედაქტირება] მოსახლეობა

დღეს ლოთარინგიის რეგიონში 2,300 000 ადამიანი ცხოვრობს. რეგიონის სამხრეთი,ცენტრი და დასავლეთი ფრანგულენოვანია,ჩრდილო–აღმოსავლეთი კი გერმანული,სადაც მოსახლეობა,განსაკუთრებით ხანშიშესულები, გერმანულად საუბრობენ.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე