ანჰალტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანჰალტი (გერმ. Anhalt) — ისტორიული ოლქი ცენტრალურ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალური მხარის ტერიტორიაზე. სახელწოდება თანამედროვე ანჰალტმა მიიღო ასკანიების საგვარეულო ციხე-სიმაგრე ანჰალტიდან, რომლის ნანგრევებიც შემორჩენილია ჰარცგეროდეს მახლობლად. ანჰალტი გადაჭიმულია აღმოსავლეთ ჰარციდან ვერლიცამდე და ფლემინგიდან იესნიცამდე.

თავისი ისტორიის განმავლობაში ანჰალტმა დიდი გზა განვლო ანჰალტის სამთავროდან ანჰალტის საჰერცოგოსა და ანჰალტის თავისუფალ სახელმწიფომდე. 1871 წლიდან — გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში. ანჰალტმა პოლიტიკური ერთეულის რანგში თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური არსებობა 1945 წელს შეწყვიტა. 1949 წლამდე იმყოფებოდა საბჭოთა ოკუპაციის ზონაში. საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციამ 1947 წელს ანჰალტი საქსონიასთან გააერთიანა და შეიყვანა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მხარის შემადგენლობაში. 1949 წლის ოქტომბერში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმოქმნასთან ერთად შევიდა მის შემადგენლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]