ლიტვის დროშა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ლიტვის დროშა — ლიტვის რესპუბლიკის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. წარმოადგენს მართკუთხა ქსოვილს, რომელიც შედგება სამი ტოლი ჰორიზონტალური ზოლისაგან, რომელთაგან ზემო არის ყვითელი, შუა — მწვანე და ქვემო — წითელი. დროშის განზომილებებია 3:5.
დროშა სახელმწიფო სიმბოლოდ დაამტკიცეს 1992 წლის რეფერენდუმზე და მის კანონიერებას იცავს ლიტვის კონსტიტუციის მე-15 მუხლი.
ყვითელი ფერი დროშაზე არის მზის სიმბოლო, მწვანე — ბალახისა, ხოლო წითელი აღნიშნავს სისხლს, რომელიც დაიღვარა ლიტვისათვის.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- მსოფლიოს დროშები, ლიტვა (ინგლისური)