ბლეზ პასკალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლეზ პასკალი

ბლეზ პასკალი (ფრანგ. Blaise Pascal; დ. 19 ივნისი, 1623, კლერმონ-ფერანი — გ. 19 აგვისტო, 1662, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორ მეცნიერების ერთ-ერთი დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პასკალის სამკუთხედი

ბლეზ პასკალი დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში. მამა — ეხიენ პასკალი, თავისი დროსი მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და ლინგვისტი, დედა — ანტუანეტა ბეგონი, სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალი. ჰყავდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც შემდგომში ცოლად გაჰყვა ბლეზის მეგობარს, თანამზრახველს და თანამოაზრეს ფლორენ პერიეს და ჟაკლინი, რომელიც თავისი ძმის ზეგავლენით მონაზვნად აღიკვეცა. სამი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მთლიანად თავს იდო მამამ. საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

10 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი მეცნიერული შრომა „ტრაქტატიბუნების“ შესახებ. 12 წლისამ მან დაამტკიცა გეომეტრიის ბევრი თეორემა, თვრამეტი წლის ასაკში შექმნა პირველი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო 23 წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს მასა აქვს.

პასკალმა აღმოაჩინა კანონი სითხეებისთვის და აირებისთვის, რომელიც ფიზიკაში პასკალის კანონის სახელითაა შესული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ბლეზ პასკალი