პლოტინე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლოტინუსი

პლოტინუსი (ბერძნ. Πλωτῖνος) (დ. 204/5 — გ. 270) — ანტიკური მსოფლიოს ერთ–ერთი დიდი ფილოსოფოსი. მისი თეორიის სისტემაში სამი ცნება გამოიყოფა: ერთადერთი, ინტელექტი და სული. მისი მასწავლებელი ამონიუს საკასი იყო. იგი პლატონური ტრადიციის მიმდევარია. მე-19 საუკუნეში ისტორიკოსებმა მოიგონეს ტერმინი ნეოპლატონიზმი და დაუკავშირეს იგი პლოტინუსსა და მის ფილოსოფიას, რომელსაც გვიან ანტიკურ ხანაში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. პლოტინუსის ბიოგრაფია, ძირითადად, პორფირიუსის წინასიტყვაობიდან არის ცნობილი, რომელიც მან პლოტინუსის ენეადებს დაურთო. მისი მეტაფიზიკური ნაწერები საუკუნეების განმავლობაში ახდენდა გავლენას პაგანისტებზე, ქრისტიანებზე, ებრაელებზე, ისლამისტ და გნოსტიკ მეტაფიზიკოსებსა და მისტიკოსებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ლიკოპოლისში, ქვემო ეგვიპტეში. ადრეული წლები გაატარა ალექსანდრიაში, თავის დროზე მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრში. 231/232-242 წლებში სწავლობდა ფილოსოფოს ამონიუს საკასთან (რომლის მოსწავლე ასევე იყო ორიგენიც, ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი მასწავლებელი). 242 წელს, რათა გაცნობოდა ირანულ და ინდურ ფილოსოფიას, იმპერატორ გორდიანე III-ს ირანულ ლაშქრობაში გაჰყვა. 243/244 წელს დაბრუნდა რომში, სადაც დააარსა საკუთარი სკოლა და დაიწყო მასწავლებლობა. აქ შეიკრა მისი მიმდევრების წრე, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ნაციონალობას აერთიანებდა. 265 წელს იმპერატორ გალიენის მფარველობის ქვეშ, წარუმატებელი აღმოჩნდა მცდელობა განეხორციელებინა პლატონის სახელმწიფოს იდეა — დაეარსებინა ფოლოსოფოსების ქალაქი, პლატონოპოლისი, რომელიც რელიგიური აზროვნების ცენტრი იქნებოდა. 259/260 წელს, უკვე ხანდაზმულობაში დაიწყო თავისი სწავლებებისთვის წერილობითი ფორმის მიცემა. პლოტინუსის ფრაგმენტულ ჩანაწერებს პორფირიუსმა გაუკეთა რედაქტირება, თავი მოუყარა და გამოსცა. პორფირიუსმა ისინი ექვს ნაწილად დაყო, თითოეული დანაყოფი — ათ ნაწილად (აქედან მოდის მოდის პლოტინუსის 54 ტრაქტატის სახელწოდებაც — ენეადები, αἱ Ἐννεάδες, ათიანები).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]