ლა-შო-დე-ფონი
|
ქალაქი
ლა-შო-დე-ფონი
La Chaux-de-Fonds
|
ლა-შო-დე-ფონი (ფრანგ. La Chaux-de-Fonds) — ქალაქი შვეიცარიაში, ნევშატელის კანტონში, ლა-შო-დე-ფონის რაიონის დედაქალაქი. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 37 413 ადამიანს შეადგენს.
მდებარეობს იურას მთებში, ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე, საფრანგეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ჟენევისა და ლოზანის შემდეგ, წამროადგენს შვეიცარიის ფრანგულენოვანი ნაწილის სიდიდით მესამე ქალაქს.
მესაათეობის ქალაქები — ლა-შო-დე-ფონი და ლე-ლოკლი მათი განსაკუთრებით უნივერსალური ღირებულების გამო, 2009 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ორივე აგლომერაცია წარმოადგენს მონო-ინდუსტრიული წარმოების ქალაქებს, რომლებიც დღესაც საუკეთესოდაა შემონახული. კარლ მარქსმა თავის „კაპიტალში" ლა-შო-დე-ფონი აღწერა როგორც „უზარმაზარი საფაბრიკო ქალაქი", როდესაც ის აანალიზებდა შრომის დანაწილებას იურას რეგიონის მესაათეობის ინდუსტრიას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Watchmaking Heritage Day: Saturday 7 November 2009
- ქალაქის ოფიციალური ვებ-გვერდი
- La Chaux-de-Fonds / Le Locle: Pictures Gallery
- International watchmaking museum website
- The Art Nouveau season of events in the city
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1302 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||