წმინდა გალის სააბატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გალის სააბატო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°25′23″ ჩ. გ. 9°22′38″ ა. გ. / 47.42306° ჩ. გ. 9.37722° ა. გ. / 47.42306; 9.37722
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 268
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 268
ინგლ.რუს.ფრ.

წმინდა გალას სააბატო (გერმ. Fürstabtei Sankt Gallen) — რელიგიური კომპლექსი შვეიცარიის ქალაქ სანქტ-გალენში. კაროლინგების პერიოდის ეს სააბატო 719 წლიდან არსებობს, რომელიც მოგვიანებით, XIII საუკუნეში დამოუკიდებელი სათავადო გახდა. მომდევნო საუკუნეების განმავლობაში, ის ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ბენედიქტურ სააბატოს წარმოადგენდა. დააარსა წმინდა ოტმარმა, იმ ადგილას, სადაც წმინდა გალმა ერმიტაჟი აღმართა. სააბატოს ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია შუა საუკუნეების ბიბლიოთეკებშ შორის. 1983 წლიდან სააბატო შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სააბატოს დამაარსებელი წმინდა ოტმარი, წმინდა კოლუმბანას ირლანდიელი მოსწავლე იყო. მოგვიანებით, რაიხენაუელმა აბატმა ვალდომ (740 - 814) დააარსა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, საიდანაც 924 - 933 წლების უნგრელთა შემოსევების დროს წიგნები რაიხენაუში გადაიტანეს.

X საუკუნის დასაწყისში, წმინდა გალის მონასტერი პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდა რაიხენაუს სააბატოსთან ბოდენის ტბის თაობაზე. 1712 წელს მონასტერი შვეიცარიელებმა გაძარცვეს და წიგნების უმრავლესობა ციურიხსა და ბერნში წაიღეს.

მონასტერში შუა საუკუნეების ნაშთი ცოტაა შემორჩენილი. სტრუქტურათა უმრავლესობა, მათ შორის კათედრალი 1755 - 1768 წლებში ბაროკოს სტილში აშენდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]