კონკორდი
| Aérospatiale-BAC Concorde 101/102 | |
|---|---|
| Air France-ის Concorde | |
| ფუნქცია | ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი |
| წარმოება | საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი |
| შემქმნელი | Aérospatiale (ამჟამად EADS) British Aircraft Corporation (ამჟამად BAE Systems) |
| პირველი გაფრენა | 2 მარტი, 1969 |
| ექსპლუატაციის დასაწყისი | 21 იანვარი, 1976 |
| შეიარაღებიდან მოხსნა | 26 ნოემბერი, 2003 |
| სტატუსი | მოხსნილია ფრენებიდან |
| ძირითადი მომხმარებლები | British Airways Air France Braniff International Airways Singapore Airlines |
| წარმოების რაოდენობა | 20[1][2] |
| პროგრამის ღირებულება | £1.3 მილიარდი[3] |
| ერთეულის ღირებულება | £23 მილიონი 1977 წელს[4]) |
კონკორდი (Concorde) — საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ (კომპანიები "Aérospatiale" და "British Aircraft Corporation") ერთობლივად დაპროექტებული ზებგერითი სამგზავრო ლაინერი, ერთ–ერთი ტუ-144-თან ერთად.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
კონკორდის პირველი საგამოცდო გაფრენა 1969 წელს მოხდა. ფრანგულ-ბრიტანული ერთობლივი პროექტით სულ 20 ლაინერი იქნა წარმოებული, რომლებიც ავიაკომპანიებმა ეარ-ფრანსმა და ბრიტანეთის ავიახაზებმა შეისყიდეს. 1976 წელს კონკორდებმა რეგულარული რეისების წარმოება დაიწყეს. მთლიანობაში გადაყვანილ იქნა 3 მილიონზე მეტი მგზავრი. ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად ექსპლუატაცია ძვირი ჯდებოდა.
2000 წლის 25 ივლისს ერთ-ერთმა კონკორდმა პარიზის აეროპორტიდან აფრენისას კატასტროფა განიცადა, ბორტზე მყოფი 113 ადამიანი დაიღუპა. აიკრძალა კონკორდის ფრენა და დაიწყო მიზეზების შესწავლა თვითმფრინავის მოდერნიზაციისთვის. 2001 წელს გაუმჯობესებული კონკორდი ისევ შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის, ასევე მომსახურების სიძვირისა და მგზავრთა რაოდენობის შემცირების გამო მათი ექსპლუატაცია წამგებიანი გახდა. 2003 წელს კონკორდი ექსპლუატაციიდან მოხსნეს.
[რედაქტირება] არსებული მოდელები
[რედაქტირება] Air France
| ნომერი | აღნიშვნა | ნაფრენი საათები | ადგილი | ქვეყანა |
|---|---|---|---|---|
| 001 | F-WTSS (პროტოტიპი) | 812 | Musée de l'Air et de l'Espace ლე-ბურჟეს აეროპორტში | საფრანგეთი |
| 101(02) | F-WTSA (საცდელი) | 656 | აეროპორტი Paris-Orly | საფრანგეთი |
| 201 | F-WTSB | 909 | Aerospatiale-ს შტაბბინა ტულუზა | საფრანგეთი |
| 203 | F-BTSC (F-WTSC) | 11.989 | Air-France-ის რეისი 4590 პარიზის Charles de Gaulle-ის აეროპორტში აფრენისას ჩამოვარდა (25 ივლისს 2000 წლისა) | |
| 205 | F-BVFA | 17.824 | National Air and Space Museum Washington Dulles-ის საერთაშორისო აეროპორტი | აშშ |
| 207 | F-BVFB | 14.771 | ზინსჰაიმის ავტომობილის და ტექნიკის მუზეუმი | გერმანია |
| 209 | F-BVFC | 14.332 | აეორობუსის შტაბბინა ტულუზა | საფრანგეთი |
| 211 | F-BVFD | 5.821 | 1994 წელს ლე-ბურჟეში, პარიზთან ნაწილებად დაჭრეს | |
| 213 | F-BTSD (F-WJAM) | 12.974 | Musée de l'Air et de l'Espace Le Bourget-ს აეროპორტში | საფრანგეთი |
| 215 | F-BVFF (F-WJAN) | 12.420 | Charles de Gaulle აეროპორტი პარიზში | საფრანგეთი |
[რედაქტირება] British Airways
| ნომერი | აღნიშვნა | ნაფრენი საათები | ადგილი | ქვეყანა |
|---|---|---|---|---|
| 002 | G-BSST (პროტოტიპი) | 836 | სამეფო საჰაერო ძალების იეოვილტონის საჰაერო ბაზა | ინგლისი |
| 101(01) | G-AXDN (საცდელი) | 575 | დუქსფორდის ომების სამეფო მუზეუმი | ინგლისი |
| 202 | G-BBDG | 1.282 | ბრუკლენდსის მუზეუმი | ინგლისი |
| 204 | G-BOAC | 22.260 | მანჩესტერის აეროპორტი | ინგლისი |
| 206 | G-BOAA | 22.786 | ფრენების მუზეუმი, ედინბურგი | შოტლანდია |
| 208 | G-BOAB | 22.297 | ლონდონის ჰითროუს აეროპორტი | ინგლისი |
| 210 | G-BOAD | 23.397 | Sea-Air-Space-ის მუზეუმი, ნიუ-იორკი | აშშ |
| 212 | G-BOAE | 23.376 | Grantley Adams-ის საერთაშორისო აეროპორტი, ბრიჯტოუნი | ბარბადოსი |
| 214 | G-BOAG (G-BFKW) | 16.239 | ფრენების მუზეუმი, სიეტლი | აშშ |
| 216 | G-BOAF (G-BFKX) | 18.257 | British Aerospace-ის შტაბბინა, ფილტონი | ინგლისი |
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Towey 2007, p. 359.
- ↑ “Ageing luxury jet“, BBC News, 25 July 2000, 25 July 2000.
- ↑ Marston, Paul. “Is this the end of the Concorde dream?“, The Daily Telegraph, 16 August 2000, 16 August 2000.
- ↑ “Historic Inflation Calculator“, thisismoney.co.uk, 13 June 2011'. „Quote: According to historical money converter“