კლიუჩევსკაია-სოპკა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლიუჩევსკაია-სოპკა
Ključevskaja za východu slunce.jpg
კოორდინატები: 56°03′22″ ჩ. გ. 160°38′39″ ა. გ. / 
სიმაღლე

4750 მ

მდებარეობა

რუსეთის დროშა რუსეთი

ტიპი

სტრატოვულკანი

ბოლო ამოფრქვევა

2009 (გრძელდება)

კლიუჩევსკაია-სოპკა მდებარეობა რუსეთი

Mountain sign.svg

კლიუჩევსკაია-სოპკა (რუს. Ключевская Сопка) — მოქმედი სტრატოვულკანი კამჩატკის აღმოსავლეთ ნაწილში. უმაღლესი (4750 მ) და ყველაზე აქტიურად მოქმედი ვულკანი ევრაზიაში. აქვს სწორი კონუსი, რომლის კრატერი მუდმივად ბოლავს. ვულკანის ძირთან 70 გვერდითი კონუსი, გუმბათი და კრატერია. ვულკანის ასაკი განისაზღვრება 7000 წლით[1][2].

აგებულია ბაზალტური და ნაწილობრივ ანდეზიტური ლავებით.

270 წლის მანძილზე აღინიშნა 50-ზე მეტი ძლიერი ამოფრქვევა. ახასიათებს აქტიური ფუმაროლები და სოლფატარები. მწვერვალზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია. კრატერში ხშირია აფეთქებები, რომელსაც მოყვება ყუმბარებისა და ფერფლის ამოტყორცნა. 20042005 წწ. ამოფრქვევის შედეგად ამოსულმა ფერფლმა რეკორდულ ნინშულს მიაღწია — 8000 მ-ს. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2009 წელს. არსებობს ცნობა ვულკანის სიმაღლის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ვულკანის აქტიურობით არის განპირობებული.

კლიუჩევსკაია-სოპკასთან ახლოს მდებარეობს ასევე აქტიური ვულკანი შიველუჩი.

ითვლება, რომ თანამედროვე დროში კლიუჩევსკაია-სოპკა აქტიურობით მეორე ვულკანია კილაუეას შემდეგ (ჰავაის კუნძულები). თანადროული ამოფრქვევა ფაქტობრივად იწყება 1983 წლიდან. ხელახლა გააქტიურდა 2009 წლიდან.

კლიუჩევსკაია-სოპკას ცნობილი ამოფრქვევები დაფიქსირდა სხვადასხვა დროში, სახელდობრ: 1737, 1932, 1938, 19441945, 1946, 1951, 1953, 1956, 1966, 1980, 1983, 1984, 1987, 1988-1989, 1993, 1994, 2002, 20042005, 2008 წწ.

კლიუჩევსკაია-სოპკას ძირას, დაბა კლიუჩიში, მდებარეობს ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Кравчук П. А. Географический калейдоскоп. — Киев: Радянська школа, 1988. ISBN 5-330-00384-9
  2. Петр Кравчук. Рекорды природы. — Любешов: Эрудит, 1993. — 216 с. ISBN 5-7707-2044-1.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე