შინაარსზე გადასვლა

კახური დიალექტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კახური კილო)

კახური კილო — ქართული ენის კახური კილო.

კახური ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიალექტთაგანია და სხვა კილოებთან შედარებით ყველაზე უფრო ახლოს დგას ქართლურთან. იგი ქართლურთან ერთად საფუძვლად დაედო ახალ ქართულ სალიტერატურო ენას. კახური მეტყველება არსებითად ერთგვაროვანია, მაგრამ მასში მაინც გამოიყოფა სამი დიალექტური ერთეული: გარეკახური, შიდაკახური და ქიზიყური. ქიზიყური რამდენადმე განსხვავდება კახურისაგან: მასში შემორჩენილია ფონეტიკური და მორფოლოგიური ხასიათის ზოგიერთი არქაული მოვლენა, რის გამოც ზოგჯერ ქიზიყურს ქართული ენის დამოუკიდებელ დიალექტადაც მიიჩნევენ.

კახური დიალექტი კახეთის ძირითადი მოსახლეობის მეტყველებას წარმოადგენს და გავრცელებულია თბილისის გარეუბნის, საგარეჯოს, კაჭრეთის, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ნაწილობრივ თიანეთის რაიონში.

  • არნ. ჩიქობავა, გარე კახეთი დიალექტოლოგიურად (უშუალო დაკვირვებანი), კრებული "არილი", მიძღვნილი ივ. ჯავახიშვილისადმი, ტფილისი, 1925.
  • არნ. ჩიქობავა, ს ბგერის დასუსტება ქიზიყურში, ენიმკის მოამბე, I, ტფილისი, 1937.
  • არ. მარტიროსოვი, გრ. იმნაიშვილი, ქართული ენის კახური დიალექტი (გამოკვლევა და ტექსტი ლექსიკონითურთ), თბილისი, 1956.
  • არ. მარტიროსოვი, დიალექტიზმები XV-XVIII სს. კახურ ისტორიულ საბუთებში, იკე, ტ. IV, თბილისი, 1953.
  • გ. შალამბერიძე, კახური დიალექტის თავისებურებანი ყვარლის რაიონის მეტყველების მიხედვით, იკე, ტ. VII, თბილისი, 1955.
  • ქ. ძოწენიძე, ქართლურ-კახური ფონეტიკურ-გრამატიკული თავისებურებანი ილია ჭავჭავაძის ენაში, ალ. წულუკიძის სახ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, XIII, ქუთაისი, 1955.
  • დ. ჭანტურია, სიტყვათა და წინადადებათა შემოკლების შემთხვევები გარეკახურში, სტალინის სახ. თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული, I, თბილისი, 1941.
  • პ. ხუბუტია, მოკლე ანგარიში თელავის რაიონში ჩატარებული სალექსიკონო მუშაობის შესახებ, ენიმკის მოამბე, IV, 3, ტფილისი, 1939.
  • ს. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, ვ. თოფურიას რედაქციით, თბილისი, 1943.
  • ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
  • ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]