კარენ დემირჭიანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
კარენ სეროფის ძე დემირჭიანი (დ. 17 აპრილი, 1932, ერევანი - გ. 27 ოქტომბერი, 1999, იქვე) — სომეხი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. დაიღუპა ტეტორისტული აქტის შედეგად. სკკპ წევრი 1955 წლიდან.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
- 1954 წელს დაამთავრა კ. მარქსის სახელობის ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი,
- 1961 - სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტსკოლა.
- 1954-1958 წლებში მუშაობდა ქ. ლენინგრადში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯგუფის ხელმძღვანელად, ერევნის ელექტროტექნიკური ქარხნის საამქროს უფროსად, იმავე ქარხნის პარტკომის მდივნად, *1961 წლიდან კი მთავარ ინჟინრად, შემდეგ დირექტორად.
- 1966-1972 წლებში იყო სომხეთის კპ ერევნის საქალაქო კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი,
- 1972 წლის ნოემბრიდან - სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი,
- 1974 წლის ნოემბრიდან - პირველი მდივანი.
- 1988—1991 — სკკპ ცკ-ის უმაღლესი პარტიული სკოლა. არჩეული იყო სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, იყო სკკპ ცკ წევრი
- 1991—1999 — გენერალური დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე ЗАО «Армэлектромашин».
- 1998 — იყო სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი
- 1999 აპრილიდან — ბლოკ «ერთიანობის» თავმჯდომარე
- 1999 30 მაისიდან — არჩეული იყო პარლამენტის დეპუტატად, ხოლო 1999 წლის 10 ივნისიდან — სომხეთის პარლამენტის სპიკერი. სახალხო პარტიის თავმჯდომარე-დამფუძნებელი.
იყო სკკპ ცკ-ის წევრი. სკკპ XXV ყრილობის დელეგატი. სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 460, თბ., 1978 წელი.
სტატიის