ვიქტორ ამბარცუმიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიქტორ ამბარცუმიანი სომხურ 100 დრამიან კუპიურაზე

ვიქტორ ამაზასპის ძე ამბარცუმიანი (სომხ. Վիկտոր Համբարձումյան), (დ. 5 სექტემბერი/18 სექტემბერი, 1908, თბილისი — გ. 12 აგვისტო, 1996), სომეხი ასტროფიზიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953, წევრ-კორესპონდენტი, - 1939), სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943) და პრეზიდენტი (1947), სოციალისტური შრომის გმირი (1968), სსრკ III-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ამბარცუმიანის გამოკვლევები შეეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფოზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეშე გარეგალაქტიკის ასტრონომიულ პრობლემებს. დაამუშავა პლანეტისებრი ნისლეულების სხივური წონასწორობის თეორია. წამოაყენა ახალი და არასტაციონარული ვარსკვლავების ზედაპირიდან ამოფრქვეული მატერიის მასის განსაზღვრის მეთოდი. განავითარა არასტაციონარული ვარსკვლავებიდან არასითბური პროცესების შედეგად ენერგიის გამოყოფის კონცეფცია. დაადგინა, რომ ცალკეული ვარსკვლავების გამოყოფის შედეგად ვარსკვლავთა გროვები იშლება და ამის საფუძველზე შეაფასა ამ გროვათა ასაკი. გამოიკვლია (შ. გორდელაძესთან ერთად), რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქვა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით, რომელთა ზოგიერთი მახასიათებელი თვითონვე განსაზღვრა. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები - ვარსკვლავთა ასოციაციები. შეიმუშავა ბარიონული ვარსკვლავების თეორია. დაადგინა გალაქტიკების ბირთვების კოსმოგონიურუ აქტივობა, რომელიც გრანდიოზულ არასტაციონარულ მოვლენებს იქვევს. ამბარცუმიანის შეხედულებით, რადიოგალაქტიკები არის გიგანტი გალაქტიკების განვიტარების ხანმოკლე ეტაპი. ამბარცუმიანი საბჭოთა თეორიული ასტროფიზიკური სკოლის ფუძემდებელია. ბიურაკანის (სომხეთი) ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი (1946) და მისი დირექტორი. 1961-1964 წლებში იყო საერთაშორისო ასტრონავთა კავშირის პრეზიდენტი, 1968 წელს აირჩიეს სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად. არის უცხოეთის სხვადასხვა მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946, 1950). სკკპ წევრი 1940 წლიდან. დაჯილდოებულია სამი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 351, თბ., 1975