კადისი (დასავლეთი ნეგროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადისი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 10°57′00″ ჩ. გ. 123°18′00″ ა. გ. / 10.95000° ჩ. გ. 123.30000° ა. გ. / 10.95000; 123.30000
დაარსდა 1861
ფართობი 524.57 კმ²
მოსახლეობა 158 544 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 34
საფოსტო ინდექსი 6121
ოფიციალური საიტი http://www.cadizcity.gov.ph/
კადისი (დასავლეთი ნეგროსი) — ფილიპინები
კადისი (დასავლეთი ნეგროსი)

კადისი (ტაგ: Lungsod ng Cadiz; სებ: Dakbayan sa Cadiz) — მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი დასავლეთ ნეგროსის პროვინციაში, ფილიპინებში. 1986 წლის 18 აგვისტომდე, კადისი მცირე ხნით ჩრდილოეთ ნეგროსის პროვინციის დედაქალაქი იყო. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 154 723 ადამიანს შეადგენს.[2]

შემადგენელი ქალაქი ბაკოლოდიდან 65 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს. კადისი კუნძულ ნეგროსის სასოფლო-სამეურნეო და სათევზაო რესურსების ცენტრია. ქალაქს სტრატეგიული მდებაროება აქვს: ფართო და მდიდარი კუნძული საზღვაო რესურსებითა და ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწებით გამოირჩევა. ქალაქის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უკავია შაქრის ლერწმის წარმოებას. შაქრის ლერწამი გადასამუშავებლად ქალაქ ვიკტორიასში გადააქვთ. კადისის კიდევ ერთი მთავარი წყაროა ზღვის პროდუქტები.

ყოველწლიურად იანვრის ბოლო კვირაში კადისში დინაგსის ფესტივალი იმართება. კადის-ვიეხოს ბარანგაის სანაპიროდან სამი კმ-ის მოშორებით თეთრი ქვიშის კურორტი ლაკავონი მდებარეობს, რომელი პოპულარული დანიშნულების ადგილია ადგილობრივებს შორის. ქალაქის ამჟამინდელი მერი სალვადორ ჯ. ესკალანტეა, ხოლო ვიცე-მერის უფლებამოსილებას ლილია ო. დეკოლანგონი ასრულებს. 2013 წელს ქალაქს ტაიფუნმა ჰაიანმა გადაუარა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კადისს „ვეშაპების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ. 1960 წელს ქალაქის სანაპიროებთან დიდი რაოდენობით ვეშაპები შენიშნეს. კადისის უძველესი ისტორია კადის-ვიეხოსთანაა დაკავშირებული, რომელიც ჰიტალონის მდინარის სანაპიროებზე მდებარეობდა. ისტორიული ჩანაწერების თანახმად, ესპანელები კადისის მიდამოებში 1861 წელს ჩავიდნენ და დასახლებას კადისი უწოდეს, რადგანაც ქალაქი ჩრდილოეთით მდებარეობდა და სახელი ესპანური საპორტო ქალაქის შესაბამისად შეარჩიეს.

1878 წელს კადისი სარავიისგან დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტად გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის პირველი გუბერნატორი ანტონიო კაბაჰუგი გახდა, რომელიც კაპიტანა ფრანსისკო სიტოზე დაქორწინდა. ესპანურ-ამერიკული ომის დროს კადისი ესპანეთი წინააღმდეგ აჯანყდა. ევროპელი მონარქის წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივმა პარტიზანულმა ჯგუფებმა დაიწყეს.

მცირე ხნის მანძილზე კანტონური სახელმწიფო, ნეგროსის ფედერალური რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, რომლის პრეზიდენტადაც ხოსე ლოპეს ვიტო აირჩიეს. ამერიკული მმართველობის პერიოდში კადისში ორმა ამერიკულმა კომპანიამ ხე-ტყის წარმოება დაიწყო, რასაც ქალაქის კეთილდღეობის ზრდა მოჰყვა. ეკონომიკური საქმიანობები მეორე მსოფლიო ომის დროს შეფერხდა. წინააღმდეგობის მოძრაობისა და ფილიპინების თანამეგობრობის არმიის ადგილობრივმა შეიარაღებულმა ძალებმა მთებში სამოქალაქო მთავრობა ჩამოაყალიბეს. 1952 წელს ქალაქის მერად ხოაკინ ლედესმა აირჩიეს.

1967 წლის ივლისში, 4894-ე რეპსუბლიკური აქტის მიღებისა და იმავე წლის 17 ივნისს კონგრესის მიერ დამტკიცების შემდეგ კადისი ქალაქად გამოცხადდა.

2013 წლის ნოემბერში ქალაქს ტაიფუნმა ჰაიანმა გადაუარა, რის შედეგადაც 20 000 სახლი დაზიანდა. ლაკავონის კუნძულზე არსებული 250 სახლიდან მხოლოდ 10 გადარჩა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული კურორტი ლაკავონი კადის-ვიეხოს ბარანგაიში

კადისი დასავლეთი ნეგროსის ჩრდილოეთ ნაწილში, პროვინცული დედაქალაქიდან, ბაკოლოდიდან 65 კმ-ით მდებარეობს. ქალაქს ჩრდილოეთიდან ვისაიანის ზღვა ესაზღვრება, სამხრეთით — ქალაქები: სილაი და ვიკტორიასი, აღმოსავლეთით — საგაი, ხოლო დასავლეთით — მანაპლის მუნიციპალიტეტი. ქალაქი ჩრდილოეთ განედის 10 გრადუსსა და 50 მინუტს და აღმოსავლეთ გრძედის 125 გრადუსსა და 9 მინუტს შორის მდებარეობს.

ქალაქის საერთო ფართობი 52.457 ჰექტარია. 7 354.59 ჰექტარი ურბანულ მიწადაა კლასიფიცირებული, რომელიც საცხოვრებელ, კომერციული, ინდუსტრიული და ინსტიტუციური დანიშნულების მიწებს მოიცავს. 45 102.45 ჰექტარი მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

ქალაქის ფარგლებში 38 ჰექტარი მელიორილებური მიწა მდებარეობს. ტერიტორია მდინარე ჰიტალონის გასწვრივ მდებარეობს და ინდუსტრიული აქტივობებისთვისაა განკუთვნილი.

ქალაქი კადისი პოლიტიკურად 22 ბარანგაიდ იყოფა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადისის სამთავრობო შენობა

2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 154 723 ადამიანს შეადგენს.[3][4][5]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ჰილიგაინონის დიალექტზე საუბრობს, რომელიც ბაკოლოდის რეგიონული აგლომერაციის მოსახლეობის ჰილიგაინონისგან ტონებითა და აქცენტით განსხვავდება. იგი სებუანური და ეპსანური ენის შერეულ სიტყვებსაც მოიცავს. ქალაქის მოსახლეობა ფართოდ იყენებს ტაგალურ და ინგლისურ ენას. ორივე ენა ხშირად გამოიყენება აკადემიურ და ბიზნეს წრეებში.

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადისის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია, რომელიც მოსახლეობის მიერ აირჩევა. ვიცე-მერი ქალაქის საბჭოს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეობს და მერის თანამდებობის დროებითი ვაკანსიის დროს მის უფლებამოსილებებსაც ასრულებს.[6]2019-2022 წლებში ქალაქის მერი სალვადორ ჯ. ესკალანტეა, ხოლო ვიცე-მერის უფლებამოსილებას ლილია ო. დეკოლანგონი ასრულებს. [7] ქალაქის საბჭო 10 წევრისგან შედგება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Census of Population (2015). "Region VI (Western Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.
  3. Census of Population and Housing (2010). "Region VI (Western Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. NSO. Retrieved 29 June 2016.
  4. Censuses of Population (1903–2007). "Region VI (Western Visayas)". Table 1. Population Enumerated in Various Censuses by Province/Highly Urbanized City: 1903 to 2007. NSO.
  5. "Province of". Municipality Population Data. Local Water Utilities Administration Research Division. Retrieved 17 December 2016.
  6. Republic Act No. 7160 – An Act Providing for a Local Government Code of 1991 (October 10, 1991). ციტირების თარიღი: April 30, 2016.
  7. Welcome to Cadiz City, Negros Occidental, Philippines!. Cadizcity.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-02. ციტირების თარიღი: 2012-08-19.