ირინა ლევიტინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა ლევიტინა

ირინა ლევიტინა. 1984 წელი, საჭადრაკო ოლიმპიადა
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ, აშშ-ის დროშა აშშ
დაბადების თარიღი 8 ივნისი, 1954 (1954-06-08) (69 წლის)
დაბადების ადგილი ლენინგრადი,რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (1976)
ფიდე რეიტინგი 2405 (მარტი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2425 (ივლისი 1993)
ჯილდოები და პრემიები მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ირინა ლევიტინა (რუს. Ирина Соломоновна Левитина; ინგლ. Irina Levitina; დ. 8 ივნისი, 1954, ლენინგრადი,რსფსრ, სსრკ - ამერიკელი მოჭადრაკე, მანამდე საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდა. დიდოსტატი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1986). ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის კანდიდატი. ლევიტინა ბრიჯში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს, გოგონებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს დიდებში გამოვიდა მეათე-მეთორმეტე იყო, 1971-ში პირველი. 19 შესაძლებლობიდან 14 ქულა დააგროვა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა ქალებში კიდევ ორჯერ 1978 წელს თბილისში და 1980/81 წელს ალმა-ატაში გაიფორმა. ირინა გამოცლიდ მწვრთნელ ედუარდ ბუხმანთან ემზადებოდა. 1973 წელს, 1975 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაება და ოქტომბერ-ნოემბერში მენორკაში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, სადაც 20 ქალში სხვა სამ მოშადრაკესთან ერთად 13-13 ქულით მეორე-მეხუთე ადგილები გაიყო. მომდევნო კანდიდატთა ტურნირისთვის 4 მომაწილე იყო საჭირო და რადგანაც პრეტენდენტი ხუთი იყო მათთვის 1994 წლის თებერვალ-მარტში კისლოვოდსკში დამატებით ტურნირი დაინიშნა, სადაც ლევიტინა მეორეზე გავიდა. ოთხეულის გამარჯვებულის გამსოავლენად მოჭადრაკეები ნოკაუტ-სისტემით დაუპირისპიდნენ. იმავე წლის ლევიტინა მაის-ივნისში საბჭოელ ვალენტინა კოზლოვსკაიას დაუპირისპირდა და 6,5:5,5 მოუგო. ფინალი 1975 წლის თებერვალ-მარტში მოსკოვში დაინიშნა, სადაც ირინა ქართველ ნანა ალექსანდრიასთან დამარცხდა 8:9 და მსოფლიოს ჩემპიონ ასევე ქართველ ნონა გაფრინდაშვილთან შესახვედრად ალექსანდრია გაეშურა. 1972 წელს საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო, ხოლო 1976 წელს დიდოსტატის. 1978 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, კანდიდატთა 8 ქალიან ტურნირზე, როგორც წინა გათამაშების ფინალისტი საკვალიციფიაკიოს გარეშე დაუშვეს, თუმც პირველივე შეხვედრაში დორტმუნდში, მეოთხედფინალში ისრაელის სახელით მოასპარეზე ალა კუშნერთან დამარცხდა 3:6. 1979 წელს საერთაშორისო რიო-დე-ჟანეიროში ზონალურ ტურნირზე არ გაუშვეს, რადგანაც მისი ძმა რეპატრირებული იქნა სსრკ-დან ისრაელში. [2] 1982 წელს თბილისში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და კანდიდატა ტურნირის მეოთხედფინალის საგზურიც მიიღო. 1983 წლის მარტში ლვოვში ქართველი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი დაამარცხა 6:4, ნახევარფინალშიც 1983 წლის ნოემბერში დუბნაში ქართველი ნანა ალეკსანდრია 7,5:6,5 მოუგო და ფინალში, რომელსაც 1984 წელს მარტში სოჭმა უმასპინძლა სსრკელ ლიდია სემენოვას დაუპირისპირდა. შეხვედრა ირინას უპირატესობით წარიმართა, 7:5 მოუგო და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს ტიტულისთვის დაუპირისპირდა.

მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
ირინა ლევიტინა საბჭოთა კავშირის დროშა = = 1 0 = = = 1 0 0 = 0 0 = 5
მაია ჩიბურდანიძე საბჭოთა კავშირის დროშა = = 0 1 = = = 0 1 1 = 1 1 = 8

შეხვედრა იმავე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვოლგოგრადში გაიმართა და რეგლამენტით 16 პარტია იყო სათამაშო. პირველი ორი პარტია ყაიმით დასრულდა, შესამე კი ლევიტინამ მოიგო და დაწინაურდა. მაიამ მეოთხე პარტიაშ გაათანაბრა ანაგრიში და ზედიზედ სამი ყაიმი ითამაშეს. მერვე კვლავ მოიგო ლევიტინამ, თუმც ზედიზედ ორი წააგო და მდევრის როლში აღმოჩნდა. მე-12 და მე-13-ში კვლავ დამარცხდა ირინა, მე-14 ყაიმით დაასრულა ანგარიში 5:8 გახდა და დაწევის შანსიც გაუქრა. 1986 წელს ლევიტინა როგორც ფინალისტი მალმეში კანდიდატთა ტურნირზე დაუშვეს, რომელიც წრიული სისტემით ჩატარდა და მე-7 ადგილზე გავიდა. 1987 წელს სმედერევსკა-პალანკაში საერთაშორისო ზონალურზე მეორე ადგილზე გავიდა და კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მიიღო, რომელიც 1988 წელს წყალტუბოში ჩატარდა. ირინამ 14 შესაძლებლობიდან 8 ქულა დააგროვა, მესამეზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრის შანსიც დაკარგა. (პირველზე ნანა იოსელიანი გავიდა). ლევიტინა პროფესით ფილოლოგია.

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა, სემიონოვა, ლევიტინა_ჩიბურნდანიძე.1984 წელი, თესალონიკი

აშშ მოქალაქეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს აშშ-ში იქნა ემიგრირებული, ამ ქვეყნის სახელით გამოდის და ქალთა შორის სამჯერ იჩემპიონა. 1991-ში ესტერ ეპსტეინთან ერთად აიღო აშშ-ის ოქრო, 1992-ში მარტომ, ხოლო 1993-ში ელენა დონალდონთან ერთად. [3] 1991 წელს სუბოტიცაში ქალთა საერთაშორისო ზონალურზე გამოვიდა, მესამე ადგილზე გავიდა და კანდიდატთა ტურნირის საგზურიც მოიპოვა. კანდიდატთა ტურნირს 1992 წელს შანხაიმ უამსპინძლა და ლევიტინა მეექვსეზე გავიდა[4].

სსრკ ქალთა ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სსრკს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ იყო ოლიმპიური პრიზიორი. 1984 წელს ოქრო მოიგო თესალონიკში, სადაც მეორე დაფაზე იჯდა. (პირველზე,მესამეზე და სათადარიგოზე მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ლიდია სემიონოვა ისხდნენ.) 1988 წელს მესამე დაფაზე ვერცხლი მოიგო.

ირინა ლევიტინა. 1998 წელის, ბრიჯის მსოფლიოს მე-10 ჩემპიონატზე. ლილი. საფრანგეთი

ბრიჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევიტინა ამჟამად ბრიჯის პროფესიონალური მოთამაშეა. 1986 ჯერ კიდევ უცნობმა ამ თამაშების სახეობაში, Alpwater Award პრიზი მოიპოვა, როგორც საუკეთესო ქალ მოთამაშემ და სსრკ-დან გახდა პირველი, ვისაც ეს პატივი ერგო. ქალთა შორის 5-ჯერ გახდა მსოფლიოსა და აშშ-ს ჩემპიონი. (1996, 2001, 2005, 2007, 2009). 2011 წელს ბრიჯის მსოფლიოს ფედერაციის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებდა ქალ დიდოსტატებს შორის. [5]

ორდენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

• Медаль «За трудовое отличие» (1985)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 198. — 621 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3.
  • Дэуэль А. Интервью, комментарии и отступления // 64. — 1971. — № 46. — С. 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL March 2021.
  2. [2]. Who’s Who In Chess By Bill Wall.
  3. [3]. PAST US CHAMPIONS.
  4. [4]. World Chess Championship for Women.
  5. [5]. WOMEN WORLD GRAND MASTERS.