ივანე დუმბაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დუმბაძე, ივანე
Думбадзе, Иван

დუმბაძე, ივანე
სახელი დაბადებისას ივანე ანტონის ძე დუმბაძე
დაბადების თარიღი 1851 წლის 19 იანვარი
მოღვაწეობა გენერალი
დაკრძალვის ადგილი ლივადია
განათლება ქუთაისის კლასიკური გიმნაიზია, ტფილისის იუნკერთა სასწავლებელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია

ივანე ანტონის ძე დუმბაძე (რუს. Думбадзе, Иван Антонович; დ. 19 იანვარი, 1851 — გ. 10 იანვარი, 1916) — რუსეთის არმიის გენერალი, მემარჯვენე სახელმწიფო მოღვაწე, გენერალ მაიორი, ქალაქ იალტის მმართველი, რუსული ხალხის კავშირის ერთ-ერთი მესვეური.

ივანე ანტონის ძე დუმბაძე დაიბადა ქუთაისის გუბრენიაში მცხოვრებ აზნაურის ოჯახში; მისი დედა ქორწინებამდე იყო თავადის ასული ნაკაშიძე.

ქუთაისის კლასიკური გიმნაიზიის დასრულების შემდეგ შევიდა ტფილისის იუნკრულ სასწავლებელში. დაასრულა იგი პირველი ხარისხით და 1872 წელს გაიგზავნა კავკასიის მე-18 ბატალიონში, საიდანაც 1875 წელს იყო გადაყვანილი ახალციხის პოლკში. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მიიღო პორუჩიკის ჩინი.

1879 წელს დუმბაძე გაიგზავნა ბათუმის ოლქში, იქ მოღვაწე აჯანყებულების დასასჯელად. 1880 წელს გაიგზავნა გურიის მხარეში. ამავე პერიოდში მასზე მოხდა თავდასხმა, რის შედეგადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჩენილი სიმამაცისთვის 1882 წელს მიიღო წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ბაფთითა და ხმლებით. 1883 წელს გახდა კაპიტანი. მიიღო წმინდა ანას II ხარისხის ორდენი 1883 წელს მთიელებთან ბრძოლისთვის.

1906 წელს, იალტაში რევოლუციური მოსაზრებების პიკზე, დუმბაძე გახდა იალტის მმართველი. 1907 წლის 26 თებერვალს დუმბაძეზე მოხდ პირველი თავდასხმა. ნასროლი ბომბის გამო გენერალმა მიიღო კანტუზია. დუმბაძემ განახორციელა რამდენიმე დამსჯელი ღონისძიება, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებლობა. 1906 წლის 31 მაისს დუმბაძე გახდა გენერალ-მაიორი და დაიწყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის ლივადიის რეზიდენციის მმართველი.

1914 წელს "ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის" დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმინდა გიორგის ბაფთაზე. მსახურობის პერიოდში მიიღო მრავალი საზღვარგარეთული ორდენი - სპარსული "ლომისა და მზის", ბუქარული "ამომავალი ვარსკვლავის", ბერძნული "გადამრჩენლის", ჩერნოგორიული "წმინდა დანიილის" და სხვ. პირველი პსოფლიოს ომის დაწყებისას დუმბაძემ ვერ მიიღო მასში მონაწილეობა ავადმყოფობის გამო. 1916 წლის 15 აგვისტოს დუმბაძე გადადგა იალტის მმართელის პოსტიდან.

გარდაიცვალა ლივადიაში და დაიკრძალა სამხედრო და სამოქალაქეო პატივით.