მიხეილ ტეტიაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ტეტიაევი
დაბ. თარიღი 11 (23) სექტემბერი, 1882
დაბ. ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი[1]
გარდ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1956(1956-10-11)[1] (74 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლიეჟის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ვლადიმერ ბელოუსოვი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი

მიხეილ მიხეილის ძე ტეტიაევი (რუს. Михаил Михайлович Тетяев; დ. 23 სექტემბერი, 1882, ნიჟნი-ნოვგოროდი, — გ. 11 ოქტომბერი, 1956, ლენინგრადი) — რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის პროფესორი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ტეტიაევი დაიბადა ქალაქ ნოვგოროდში. 1900 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, თუმცა 1901 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს და ჯარისკაცად განაწესეს. იმავე წელს აღადგინეს სასწავლებელში, მაგრამ 1903 წელს უნივერსიტეტიდან კვლავ გარიცხეს და ჩამოართვეს ხელახლა ჩაბარების უფლება. 1903 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა, 1904 წლიდან სწავლობდა ლიეჟის უნივერსიტეტის სამთო სკოლის ტექნიკურ ფაკულტეტზე, ხოლო 1912 წელს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და გეოლოგიურ კომიტეტში დაიწყო მუშაობა. 1919–25 წლებში გეოგრაფიული ინსტიტუტის გეომორფოლოგიის კათედრის გამგეა, 1921–24 წლებში პეტროგრადის ექსკურსიული ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი.[2]

1949 წლის 10 მაისს დააპატიმრეს. 1950 წლის 28 ოქტომბერს გეოლოგთა „კრასნოიარსკის საქმის“ მიხედვით მიესაჯა 25 წლით შრომა-გასწორების ბანაკი, სადაც გეოლოგად მუშაობდა. იყო „ენისეისტროის“ მთავარი გეოლოგი. 1954 წლის 31 მარტიდან რეაბილიტირებულია.[3]

მიხეილ ტეტიაევის ძირითადი შრომები ეხება ტექტონიკის თეორიულ საკითხებს. შემოგვთავაზა ტექტონიკური მოძრაობის კლასიფიკაცია, რომელშიც გამოყო ტექტოგენეზის 4 ფორმა: რყევითი, მაგმური, ნაოჭა და მიკრორყევითი. ტეტიაევი თვლიდა, რომ ტექტოგენეზისში მთავარ როლს თამაშობს ვერტიკალური მოძრაობის მიმართულება, რასაც აკავშირებდა დედამიწის ნივთიერებების შეკუმშვისა და გაგანიერების სავარაუდო მოვლენებთან. მისი აზრით, ვერტიკალურ რყევით მოძრაობას აქვს უნარი შექმნას დანაოჭების ყველა ცნობილი ფორმა. განავითარა მოძღვრება ფენთაწარმოქმნის შესახებ და შემოგვთავაზა გეოსინკლინური პროცესების ორიგინალური სქემა.[4]

აქვს რეგიონალური გამოკვლევები ბაიკალისპირეთში, იმიერბაიკალეთსა და სხვაგან; უარყოფდა ედუარდ ზიუსისა და ვლადიმერ ობრუჩევის კონცეფციას „აზიის უძველესი თხემების“ შესახებ და იცავდა აზრს უფრო ახალგაზრდა კალედონური, ხოლო სხვა რაიონებში ალპური ასაკის და მათი სტრუქტურებისა და იქ განვითარებული შარიაჟების შესახებ.[4]

ტეტიაევმა სხვადასხვა ასაკის ნაოჭა ზონების გამოყოფის საფუძველზე ერთ-ერთმა პირველმა შექმნა სსრკ გეოტექტონიკური დარაიონების სქემა (1933). მისი სახელობისაა ქედი მთვარეზე.[5] დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.[4]

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Основы геотектоники, 2 изд., М. Л., 1941.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Проблемы тектоники. Сб. ст. [памяти М. М. Тетяева], М., 1961.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Тетяев Михаил Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. В.В. Андреева, Е.А. Ростовцев. Тетяев Михаил Михайлович. bioslovhist.spbu.ru. ციტირების თარიღი: 2023-03-26.
  3. Тетяев Михаил Михайлович. bessmertnybarak. ციტირების თარიღი: 2023-03-26.
  4. 4.0 4.1 4.2 Тетяев Михаил Михайлович. Большая российская энциклопедия. ციტირების თარიღი: 2023-03-26.
  5. Gazetteer of Planetary Nomenclature. Dorsa Tetyaev. USGS Astrogeology Research Program. ციტირების თარიღი: 2023-03-26.