ბლიცკრიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასიკური ბლიცკრიგის დროს ტექნიკა და ქვეითები ერთად მუშაობენ

ბლიცკრიგი (გერმ.: Blitzkrieg; ქართ.: ელვისებური ომი) ეწოდება ომის წარმოების ერთ-ერთ ფორმას, რომლის დროსაც გამოიყენებიან ერთმანეთთან კომბინირებული სხვადასხვა სახის სამხედრო შენაერთები (სახმელეთ, საზღვაო და საჰაერო ჯარები). "ბლიცკრიგის" მთავარი ამოცანაა ჯარების მოულოდნელი, სწრაფი და უეცარი ფორსირება, რაც მოწინააღმდეგეს სტაბილური თავდაცვის ორგანიზირების უნარს უკარგავს. "ბლიცკრიგის" თეორია XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოცენდა. იდეის ავტორები ბრიტანელი სამხედრო ისტორიკოსები ჯ. ფალერი და ბ. ლიდელ ჰარტი იყვნენ. მათი აზრით "ბლიცკრიგს" ხელი უნდა შეეშალა პირველი მსოფლიო ომის დროს არსებული ცოცხალი რესურსების მასობრივად განადგურების მომტანი ე.წ. "უძრავი ბრძოლებისათვის". პირველი, ვინაც "ბლიცკრიგი" პრაქტიკაში გაატარა იყო «ვერმახტის» გენერალი ჰაინც გუდერიანი.

სიტყვა "ბლიცკრიგი" გერმანიზმია და მსოფლიოს მრავალ ენაშია შესული. მათ შორის ინგლისურ, ფრანგულ და ქართულ ენებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chrisp, Peter. (1991) Blitzkrieg!, Witness History Series. New York: Bookwright Press. ISBN 0-531-18373-4.
  • Citino, Robert Michael. (1999) The Path to Blitzkrieg: Doctrine and Training in the German Army, 1920–1939. Boulder: Lynne Rienner Publishers. ISBN 1-55587-714-1.
  • Citino, Robert Michael. (2002) Quest for Decisive Victory: From Stalemate to Blitzkrieg in Europe, 1899–1940, Modern War Studies. Lawrence: University Press of Kansas. ISBN 0-7006-1176-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]