უკან მომავალში II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უკან მომავალში II

ფილმის კინოპოსტერი
ჟანრი კომედიური სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი
რეჟისორი რობერტ ზემეკისი
პროდიუსერი ბობ გეილი
სტივენ სპილბერგი
ნილ კენტონი
კეტლინ კენედი
ფრენკ მარშალი
კეთლინ კენედი
სცენარის ავტორი რობერტ ზემეკისი
ბობ გეილი
როლებში მაიკლ ჯეი ფოქსი
კრისტოფერ ლოიდი
ლეა ტომპსონი
კრისპინ გლოვერი
ტომას ფ. უილსონი
კომპოზიტორი ალან სილვესტრი
ოპერატორი დინ კენდი
მონტაჟი ჰარი კერამიდასი, ართურ შმიდტი
კინოსტუდია Amblin Entertainment
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი ნოემბერი 22, 1989 (1989-11-22)
ხანგრძლივობა 108 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 331,950,002 აშშ დოლარი
წინა: უკან მომავალში
შემდეგი: უკან მომავალში III
MPAA რეიტინგი: RATED PG.svg

უკან მომავალში II“ (ინგლ. Back to the Future Part II) — რეჟისორ რობერტ ზემეკისის ტრილოგიის „უკან მომავალში“ რიგით მეორე ფილმი, რომელშიც მოთხრობილია მარტი მაკ-ფლაის წარსულსა და მომავალში მოგზაურობის ამბავი. ფილმი გამოვიდა 1989 წლის 22 ნოემბერს. სცენარის ავტორები არიან რობერტ ზემეკისი და ბობ გეილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მაიკლ ჯეი ფოქსი (მარტი მაკ-ფლაი) და კრისტოფერ ლოიდი (შეშლილი მეცნიერი ემეტ ბრაუნი).

სიუჟეტი[რედაქტირება]

დოკი ბრუნდება და მარტისა და ჯენიფერს ამცნობს, რომ მათ მიერ შექმნილ მომავალ ოჯახში პრობლემებია. მარტი მაკ-ფლაი უმცროსი ქურდობის გამოა დაჭერილი. მისი და ცდილობს ძმის გადარჩენას, მაგრამ თავადაც პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად დოკი უხმობს მარტის და ჯენიფერს, მაგრამ გზად მომავალში ჯენიფერს აძინებს, რათა მან შემთხვევით არ დაარღვიოს დროის კონტინუმი.

მარტი უმცროსი ჰგავს მამას, ამიტომ უფროსი მარტი მის ტანსაცმელში ცდილობს ქალაქში ინფორმაციის მოძიებას. ქალაქში მოგზაურობისას იგი შემთხვევით ხვდება გრიფს, ბიფ ტენენის შვილს. ხულიგანი გრიფი მას დაედევნება მფრინავი სპორტული დაფით, მაგრამ სკეიტბორდის დიდი მოყვარული და ვირტუოზი მარტი ახერხებს ისეთი პირუეტების შესრულებას, რომ გრიფი და მისი ბანდა ეჯახებიან მერიის შენობას და დაჭერილები არიან.

მაღაზიაში მარტი ხედავს სპორტული მიმოხილვების ჟურნალს, სადაც გასული წლების ყველა სპორტული შეჯიბრის შედეგებია შეტანილი. მაკ-ფლაი გადაწვიტავს, იგი თან წაიღოს და ასეთი გზით, ფსონებში მოგება შესძლოს. დოკი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს დროის კონტინუმში რღვევას გამოიწვევს, ამიტომ ჟურნალს სანაგვე ყუთში ტოვებს. მას კი ბიფ ტენენი პოულობს.

სანამ ჯენიფერს ეძინა, 2015 წლის პოლიციამ იგი მიიყვანა სახლში (ვინაიდან იგი ძალიან ჰგავს 2015 წლის ჯენიფერს). ამიტომ, დოკი და მარტი მიემართებიან მარტის მომავალი სახლისკენ. ბიფი მათ უთვალთვალებს.

ამ დროს ჯენიფერი გონს მოდის და თავის მომავალ ოჯახს უთვალთვალებს. იგი შეიტყობს, რომ 30 წლის წინ მარტიმ საავტომობილო ავარიის დროს ხელი დაიზიანა - ავარია კი მოხდა დუგლას ნიდლსის ინიციატივით, რომელმაც მარტის ავტოშეჯიბრი შესთავაზა. ამ ტრავმის გამო მარტიმ გიტარაზე დაკვრაც მიატოვა.

ჯენიფერი ხედავს, რომ ნიდლსი მარტის რაღაც ფინანსურ მაქინაციას სთავაზობს, ამის შესახებ შეიტყობს მათი უფროსი და მაკ-ფლაის სამსახურიდან გაგდების განცხადებას უგზავნის. ჯენიფერი იღებს ერთ-ერთი ასეთი განცხადების ასლს და აპირებს სახლიდან გასვლას, მაგრამ კართან საკუთარ თავს შეხვდება და გონებას კარგავს.

ამასობაში ბიფი 1955 წელს გადაინაცვლებს, საკუთარ თავს ჟურნალს გადასცემს და კვლავ უკან ბრუნდება. 1985 წელს დაბრუნებული მარტი, დოკი და ჯენიფერი, აღმოაჩენენ, რომ იქ სრული ქაოსია - ბიფი უდიდესი მილიონერი გახდა ჟურნალის დახმარებით, ლორეინი (მაკ-ფლაის დედა) მისი მეუღლეა და მისივე მითითებით, მკერდის პლასტიკური ოპერაციც გაიკეთა, ასევე ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება დაიწყო.

ასევე აღმოჩნდება, რომ ჯორჯ მაკ-ფლაი მოკლულია და მარტი თავად მიემართება ბიფთან, რომელიც მოუთხრობს მას, თუ როგორ გამდიდრდა.

მარტი და დოკი ბრუნდებიან წარსულში (1955 წელს) და, მრავალი ძალისხმევით, მოიპოვებენ ჟურნალს. მარტი მას ცეცხლში ანადგურებს. ორივე აპირებს უკან დაბრუნებას, მაგრამ 1985 წელს დაბრუნებისას დროის მანქანას ელვა ეცემა და იგი ქრება. მარტისთან იმ წამსვე მოდის ფოსტალიონი, რომელიც მას 1885 წელს გამოგზავნილ წერილს გადასცემს. წერილი დოკისგან არის - მასში წერია, რომ იგი შესანიშნავ პირობებში ცხოვრობს, მაგრამ მანქანა მარტის დაუტოვა ქალაქთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში. ამიტომ მარტი პოულობს 1955 წლის დოკს, რომელიც ამასობაში მეორე მარტის უკვე 1985 წელს აბრუნებს.

როლებში[რედაქტირება]

ამოშლილი სცენები[რედაქტირება]

  • ტერი უამბობს მარტის, რომ კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც საათს ელვა დაეცა, რადგან იმ დღეს ბიფმა მას კარგად გადაუხადა მანქანის ნაკელისგან გაწმენდისათვის
  • სრულ ვერსიაში ნაჩვენებია, რომ მარლინი ბრაზდება, როდესაც მარტი თავის გოგონას სთხოვს, ჩაი გადასცეს. მარტი ამბობს - ’ყველაფერი გავაცდინე’ - აქ საუბარია ამოჭრილ სცენაზე, როდესაც ლორეინისგან ცნობილი ხდება, რომ ძია ჯო ციხეში მოხვდა.
  • მაკ-ფლაები 2015 წლის ჯენიფერს გონებადაკარგულს პოულობენ.
  • ბიფი ნელ-ნელა ქრება, როდესაც 2015 წელს ბრუნდება
  • მარტი ალტერნატიულ 1985 წელს ხედავს ჰილ-ველის დანგრეულ სკოლას.
  • მარტი თავის ძმა დევის ალტერნატიულ 1985 წელს ხვდება.

ფაქტები[რედაქტირება]

  • პირველ ფილმთან შედარებით, მოხდა ცვლილებები. კრისპინ გლოვერმა, რომელიც პირველ ნაწილში ჯორჯ მაკ-ფლაის როლი შეასრულა, მოითხოვა მაიკლ ჯეი ფოქსის მსგავსი ჰონორარი. მისი მოთხოვნა არ შეასრულეს, მაგრამ ზემეკისმა ისე დაამონტაჟა ფილმი, რომ გლოვერის იქ არყოფნა შეუმჩნეველი დარჩა. სხვადასხვა ეპიზოდში ამ როლს გლოვერის მსგავსი მსახიობი ასრულებს.
  • მას შემდეგ, რაც გლოვერთან პრობლემები შეიქმნა, ბობ გეილმა ალტერნატიულ 1985 წელს ჯორჯი ’’მოკლა’’.
  • კლაუდია უელსი (ჯენიფერი) 1987 წლის შემდეგ კინოში აღარ დაბრუნებულა.
  • მსახიობ ელაიჯა ვუდისათვის ეს პირველი კინოროლი იყო - 80-იანების კაფეში იგი თავის მეგობართან ერთად ჩნდება.
  • გადაღებების დროს მაიკლ ჯეი ფოქსმა შეასრულა როგორც საკუთარი თავი, ასევე თავისი ორი შვილის (გოგოს) როლიც. გოგოს გრიმის დადება 4-5 საათი მიმდინარეობდა.
  • ფილმის პირველ ვერსიაში მოვლენები 1967 წელს მიმდინარეობდა.
  • ზემეკისმა პარალელურად გადაიღო კომედიური ფილმი ბოცვერ როჯერზე.
  • მეორე სერია გამოვიდა პირველი ფილმის გადაღებიდან მხოლოდ 5 წლის თავზე.
  • როჯერის შესახებ ფილმსა და ამ ფილმის კადრებში გამოიყენება ერთი და იგივე გვირაბი.
  • სასკოლო წვეულებაზე მაიკლ ჯეი ფოქსი ნამდვილად უკრავს გიტარაზე - ეს არც მონტაჟია და არც დუბლიორი. მელოდია დაშლილი იქნა აკორდებად და მსახიობმა ისინი თავად შეისწავლა. სცენას 2 კვირის მანძილზე იღებდნენ.
  • ფილმის მეორე და მესამე ნაწილების გადაღება ერთდროულად მიმდინარეობდა.
  • იმ ხუთი წლის მანძილზე, რაც გავიდა წინა სერიის გადაღებიდან მაიკლ ჯეი ფოქსს დაავიწყდა სკეიტბორდით გადაადგილება.
  • ორ პოლიციელს ჰქვია რიზი და ფოული. ამ სახელებს ზემეკისი და გეილი არქმევდნენ თავის სხვა ფილმების გმირ პოლიციელებსა და სამთავრობო პირებსაც.
  • 2015 წელს ანტიკვარულ მაღაზიაში მოთავსებულია მარტის 1985 წლის ქურთუკი, ბოცვერ როჯერის თოჯინა და ვიდეოთამაში ’’ყბები’’.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]