ვიზერის ტარგარიენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიზერის ტარგარიენი (ინგლ. Viserys Targaryen) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციაში მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ჰარი ლოიდმა.

პრინცი ვისერის ტარგარაინი არის მამის მეფე ეირის II ტარგარიენის შვილი. რობერტ ბარათეონის აჯანყებისას მისი უფროსი ძმის რეიგარ ტარგარიენის სიკვდილის შემდეგ რკინის ტახტის მემკვიდრე ვისერისი გახდა. ომის დასრულების შემდეგ ვისერისს მოუწია თავის უმცროს დასთან დეინერისთან ერთად ვესტეროსიდან გაქცევა. ვისერისი მთელი დარჩენილი ცხოვრება რკინის ტახტის დაბრუნებისთვის იბრძოდა. ის თავის თავს მამის სიკვდილის შემდეგ 7 სამეფოს კანონიერ მეფედ აცხადებდა და მას თავისუფალ ქალაქებში დაცინვიტ „მათხოვარ მეფე“-ს უწოდებდნენ.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცი ვისერისი დაიბადა ეიგონის დაპყრობებიდან 276 წელს მეფის საბიჯელში. მეფე ეირის II ტარგარიენისა და მისი ცოლის რომელიც მისი დაც იყო დედოფალ რაელა ტარგარიენის ოჯახში.

ეირისის პარანოიის გამო მას უწევდა მუდამ მცველების მეთვალყურეობის ქვეშ ეცხოვრა, მაგალითად მისთვის მირთმეულ ყველა კერძს დეგუსტატორები აგემოვნებდნენ. როდესაც ვისერისს დაბადების დღეზე ვესტეროსის ლორდებმა საჩუქრები გაუგზავნეს ეირისმა ყველა გაანადგურა რადგან თვლიდა რომ დაწყევლილი იყო. როდესაც რეიგარი დაქორწინდა ელია მარტელზე 280 წელს მის ქორწილში ვისერისს დასწრება აუკრძალა მეფემ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]