უზენაესი ბეღურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უზენაესი ბეღურა (ინგლ. High Sparrow) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის ჩნდება 2005 წელს გამოშვებულ წიგნში ნადიმი ყვავებისთვის. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა უელსელმა მსახიობმა ჯონათან პრაისიმ.

უზენაესი ბეღურა იყო ცნობილი რელიგიური სექტის ბეღურების წევრი და მოგვიანებით მისი ლიდერი მაღალი სეპტონი. მისი ლიდერობის დროს მალევე გაიზარდა სეპტის გავლენა რომელიც ვრცელდებოდა იმ დროინდელ 7 სამეფოს მეფეზეც ტომენ ბარათეონზე. ის გამოირჩეოდა სერიოზულობით და დამნაშავეების მიმართ დიდი სისასტიკით.

მას ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა ლანისტერისა და ტაირელის სახლებს შორის სასამართლოში მიმდინარე ჩრდილოვან კონფლიქტებში და ღიად გამოხატავდა ზიზღს დედაქალაქში არსებული კორუფციისა და უღიმღამოობის მიმართ. მისი ნამდვილი სახელი უცნობია; მისი ტიტული დაცინვით მიანიჭა პოლიტიკურმა ოპონენტმა, როგორც შედარება რწმენის ოფიციალურ ლიდერთან, მაღალ სეპტონთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]