ხმლების ქარიშხალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხმლების ქარიშხალი
AStormOfSwords.jpg
ამერიკული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი სტივ იული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამოცემის თარიღი აგვისტო, 2000 (ბრიტანეთი)
ნოემბერი, 2000 (აშშ)
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ბრიტანული გამოცემა: 976 (მაგარი), 626 და 610 (რბილი)
აშშ გამოცემა: 973 (მაგარი), 1216 (რბილი)
oclc 44676135
წინამორბედი მეფეთა ჯახი
მომდევნო ნადიმი ყვავებისთვის
ISBN ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224586-8 (მაგარი)
აშშ გამოცემა: ISBN 0-553-10663-5 (მაგარი), ISBN 0-553-57342-X (რბილი)

ხმლების ქარიშხალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2000 წლის 8 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის ნოემბერში შედგა. მანამდე გამოიცა ნოველა დრაკონის გზა, რომელშიც შევიდა დენირეს ტარგარიენის რამდენიმე თავი წიგნიდან.

ხმლების ქარიშხალმა მოიგო 2001 წლის ლოკუსის ჯილდო,[2] 2002 წლის გეფენის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის და ნომინირებული იყო 2001 წლის ნებულას ჯილდოზე.[2] წიგნი იყო სერიიდან პირველი, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ჰიუგოს პრემიაზე, თუმცა საბოლოოდ პრიზი მიიღო ჯოან როულინგის წიგნმა ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი.[2][3]

HBO-ს ტელესერიალის, სატახტოთა თამაშის მესამე სეზონი წიგნი პირველ ნახევარზეა დაფუძნებული.[4]

თხრობა[რედაქტირება]

წიგნი მოთხრობილია 10 ძირითადი პერსონაჟის პერსპექტივიდან. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟების თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი და ეპილოგი. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Miller, Faren. (November 2000)Locu Online Reviews: A Storm of Swords (August 2000). Locus. LocusMag.com. წაკითხვის თარიღი: March 7, 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2001 Award Winners & Nominees. Worlds Without End. წაკითხვის თარიღი: 2009-07-25.
  3. 2001 Hugo Awards. The Hugo Awards (2001-09-03). წაკითხვის თარიღი: 2011-10-13.
  4. Martin, George R. R.. (11 April 2012)Season Three. წაკითხვის თარიღი: 11 April 2012.