ვარისი (პერსონაჟი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარისი
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა - პერსონაჟი

კონლეთ ჰილი ვარისის როლში
პირველი გამოჩენა
ბოლო გამოჩენა
შემქმნელი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მსახიობი კონლეთ ჰილი
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი მოჩურჩულეთა მმართველი
სხვა სახელები
  • ობობა
  • საჭურისი
  • ლორდი ვარისი
სქესი მამრობითი

ვარისი (ინგლ. Varys) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა კონლეთ ჰილიმ.

ვარისი, ასევე ცნობილი როგორც ობობა, იყო საჭურისი და მსტოვართა უფროსი მეფე რობერტ ბარათეონის მცირე საბჭოში, სანამ არ მოუწია მეფის საბიჯელიდან გაქცევა ტირიონ სანისტერთან ერთად. ის იყო გამოცდილი მანიპულატორი და ჰქონდა მსტოვართა ხაზი ორ კონტინენტზე.

მიუხედავად იმისა, რომ მეფე რობერტ ბარათეონის სამსახურში მან შეასრულა უამრავი დაკვეთილი მკვლელობა, თუმცა, მისი ერთგულება გამომჟღავნდა დეინერის ტარგარიენის სამსახურში, მას სჯეროდა რომ დეინერისის მართველობა მშვიდობას მოუტანდა 7 სამეფოს. მან და ტირიონმა გაცურეს მირინში ერთად, თუმცა, ვოლანტისში გაიყვნენ ეს ორი კი საბოლოოდ შუერთდნენ, დეინერის ტარგარიენის მცირე საბჭოს. ვარისმა მოგვიანებით შეძლო და შეკრა უძლიერესი ალიანსი სადაც გააერთიანა, დორნი, რიჩი და დარგონსტოუნი (ტარგარიენებო) ლანისტერების წინააღდეგ. მოგვიანებით იგი შეუერთდა ტარგარიენების ძალებს დენერისის დაბადების ადგილას, დრაგონსტოუნში. მიუხედავად ორი მოკავშირის დაკარგვისა, რომელიც მან დაიბარა ომის დროს, ვარისმა განაგრძო დენერისის მსახურება, როგორც მისი მსტოვართა ოსტატი დიდი ომის დროს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარისი, დაიბადა ვიწრო ზღვის გადაღმა, ლისში. ის დაბადებიდანვე მონა იყო, ამიტომაც უწევდა მსახიობთა ჯგუფთან ერთად თავისუფალ ქალაქებში მოგზაურობა, მანამ სანამ, მისმა ბატონმა ჯადოქარს არ მიჰყიდა, მირში. მას ეგონა რომ ჯადოქარი მასზე სექსუალურად იძალადებდა, თუმცა, ვარისის აზრით მას უარესი უნდოდა: ჯადოქარმა მას დაალევინა წამალი, რომელიც არ აძლევდა მოძრაობის საშუალებას, თუმცა ტკივილს არ აყუჩებდა. მოაჭრა მას სასქესო ორგანო და გამოიყენა ჯადოსნურ რიტუალში. როდესაც ჯადოქარმა ვარისის სასქესო ორგანო ცეცხლში ჩააგდო, ცეცხლი გალურჯდა, ჯადოქარმა უცნაური სიტყვები წარმოთქვა და ხმამ უპასუხა. რიტუალის შემდეგ ჯადოქარმა ის გარეთ გააგდო რადგან, ფიქრობდა რომ ის უსარგებლო იყო.

ამის ნაცვლად, ვარისმა გადაწყვიტა ეცხოვრა, რაც არ უნდა ყოფილიყო: მათხოვრობდა, ქურდობდა და ყველაფერს აკეთებდა გადარჩენისთვის. ის გახდა შესანიშნავი ქურდი, მაგრამ მალევე გაანალიზა, რომ მოპარული ინფორმაცია ხშირად უფრო ღირებული საქონელი იყო, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური საქონელი. ვარისმა ილირიო მოპატისთან ერთად, შექმნა ჯაშუშთა ქსელი რასაც „პატარა ჩიტებს“ ეძახდა.

მოგვიანებით მისი გავლენა გაიზარდა და გახდა 7 სამეფოს მცირე საბჭოს წევრი, მეფე ეირის II ტარგარიენის დროს, მეფე ვარისს იმაზე მეტად ენდობოდა ვიდრე ოჯახს წევრებს და მარჯვემა ხელს ტაივინ ლანისტერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]