მელისანდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მელისანდრა (ინგლ. Melisandre) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ნიდერლანდელმა მსახიობმა კერის ვან ჰოუტენმა.

მელისანდრე, რომელსაც ხშირად უწოდებენ წითელ ქალს ან წითელ ჯადოქარს, იყო წითელი მღვდელმსახური რლორის რელიგიაში და მეფე სტანის ბარათეონის ახლო მრჩეველი რკინის ტახტის ასაღებად მის კამპანიაში.

სტანისის გარდაცვალების შემდეგ მან გააცოცხლა ჯონ სნოუ და ემსახურობდა მას მრჩევლად, სანამ არ გააძევეს.

საბოლოოდ, მელისანდრი მონაწილეობდა ღამის მეფის წინააღმდეგ ფინალურ ბრძოლაში, რლორის ძალაუფლებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელისანდრე მთავარ მოვლენებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე დაიბადა, შესაძლოა სახელით „Melony“. როგორც მონა, იგი გაყიდეს წითელ ტაძარში და აღზარდეს ქურუმობისთვის. მიაჩნდა რომ სტანის ბარათეონი იყო მისი ღმერთის რჩეული, სახელად აზორ აჰაი, მითიური მესიის რეინკარნაცია, რომელიც მისი რწმენით წინასწარმეტყველი იყო, იგი გაემგზავრა სტანის ბარათეონის სასახლეში, რომელიც დრაგონსტოუნზე მდებარეობს. სატახტოთა თამაშის მოვლენების დროს იგი ტაივინ ლანისტერმა მოიხსენია როგორც „ჩრდილოვანი დამლაგებელი აშაიდან“ ტირიონ ლანისტერთან მოჩურჩულე ტყეში საუბრის დროს.

ასევე ცნობილი „წითელი ქალი“ მელისანდრი აღწერილია, როგორც ეგზოტიკურად ლამაზი უცხოელი ქალი წითელი თვალებით და წითელი თმით, ყოველთვის შემოსილი იყო წითელი სამოსით და ეკეთა წითელი ყელსაბამი დიდი მბზინავი ლალით. მას იშვიათად სძინავს და ჭამს, ფლობს მაგიურ უნარებს, რომელებსაც შეუძლიათ ცეცხლისა და ჩრდილის მანიპულირება, შეუძლია წინასწარმეტყველება ცეცხლში ჩახედვით და აგრესიულად ებრძვის სხვა რელიგიებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]