დაარიო ნაჰარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ ჰიუსმანი სათახტოტა თამაშის 5 სეზონის პრემიერაზე

დაარიო ნაჰარისი (ინგლ. Daario Naharisჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ნიდერლანდელმა მსახიობმა მიშიელ ჰიუსმანმა.

დაარიო ნაჰარისი იყო ლეიტენანტი, მეორე ვაჟებში, დაქირავებულ ჯარში. მას შემდეგ რაც მან თავისი უფროსები დახოცა, ის გახდა ჯარის გენერალი და მოგვიანებით დეინერის ტარგარიენს შეჰფიცა ერთგულება და მისი სანდო მრჩეველი გახდა. დაარიო იმითაც არის ცნობილი რომ იყო დეინერ ტარგარიენის სატვარელი, როდესაც მონათა ყურეში საბოლოოდ მოიპოვეს გამარჯვება და მონათმფლობელური ქალაქები გაათავისუფლეს, დეინერის ტარგარიენმა უბრძანა მირინში დარჩენილიყო და დედოფლის სიმშვიდე დაეცვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარიო არის დაქირავებული ჯარისკაცი, ის იყო ლეიტენანტი მეორე ვაჟებში. მისსადმი დიდი ნდობა ჰქონდათ მის კაპიტნებს, ამიტომაც როდესაც დეინერის ტარგარიენმა მეორე ვაჟები მიიხმო მოსალაპარაკებლად, უფროსებმა ნება დართეს მათ გაჰყოლოდა.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამისი იყო დაბალი წარმომავლობის მეძავი. როდესაც ის 12 წლის იყო დედამისმა მონათმფლობელს მიჰყიდა მისი თავი დაბალი შემოსავლების, ალკოჰოლიზმისა და აგრესიულობის გამო. ის 12 წლიდან იწვრთნებოდა, 16 წლის ასაკში კი პირველად გავიდა მოედანზე საბრძოლველად. დაარიომ თავისი ბრძოლებით დიდება მოიპოვა საბრძოლო ორმოებში და თავისმა ბატონმა იმდენი იშოვა რომ როდესაც მონათფლობელი გარდაიცვალა ბიჭს თავისუფლება უბოძა. ამის შემდეგ კი დაარიომ გადაწყვიტა დაქირავებული მებრძოლი გამხდარიყო.

ტელეადაპტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნების ტელეადაპტაციის მესამე სეზონში, როდესაც ეს პერსონაჟი გამოჩნდა პირველ სამ სერიაში, დაარიო ნაჰარისს განასახიერებდა ინგლისელი მსახიობი ედ სკრეინი. მოგვიანებით კი ის ჩაანაცვლა ნიდერლანდელმა მსახიობმა მიშიელ ჰიუსმანმა. ედ სკრეინმა მოგვიანებით განაცხადა რომ როლის მიტოვება გამწვეულია „პოლიტიკით“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]