მარჯერი ტაირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარჯერი ტაირელი (ინგლ. Margaery Tyrell) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა ნატალი დორმერი.

თავდაპირველად პერსონაჟი ნახსენებია 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. მარჯერი არის ვესტეროსის მეორე ყველაზე მდიდარი ოჯახის ტაირელის წევრი, მას ჰყავს ძმა სერ ლორას ტაირელი და არის ლედი ოლენა ტაირელის შვილიშვილი. მისი პერსონაჟი მოგვიანებით გვხვდება წიგნებში„მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“, (2000) „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005), და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011).

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯერი არის ზენაბაღის ლორდის მეის ტაირელის ერთადერთი ქალიშვილი, წიგნის მიხედვით მას ჰყავს სამი ძმა ვილასი, გარლანი და ლორასი ყვავილების რაინდი რომელიც მოგვიანებით გახდა მეფის ქეშიკთა წევრი.

მარჯერი ბებიის მსგავსად, ის არის გამჭრიახი, ამბიციური და ადაპტირებადი და იყენებს თავის სილამაზეს, კეთილშობილებას და ოჯახის გავლენას, რათა უზრუნველყოს ძალა საკუთარი თავისთვის

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯერი პირველად გამოჩნდა როგორც მეფე რენლი ბარათეონის ცოლი რომელიც მხარს უჭერს მისი მეუღლის რკინის ტახტზე ასვლას. მოვიანებით როდესაც რენლი მოკლეს ტაირელების ოჯახმა მხარი დაუჭირა მეფე ჯოფრი ბარათეონს და კავშირის გასამყარებლად შედგა ჯოფრისა და მარჯერის შორის ქორწინება, თუმცა ჯოფრი თავისივე ქორწილში მოკლეს ამიტომაც მარჯერი დაქორწინდა მის უმცროს ძმაზე ტომენ ბარათეონზე. მიუხედავად იმისა რომ მარჯერი დედოფალი იყო მას დიდხანს არ დასცალდა სამეფოს მართვა რადგან ის შეიპყრეს ფანატიკოსებმა რომლებსაც „ბეღურები“ ეწოდებოდათ. მარჯერი და მისი ოჯახი ბეილორის დიდ სეპტაში დაიხოცნენ გაჩენილი ხანძრის გამო, რომელიც დედოფალმა სერსეი ლანისტერმა მოაწყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
  • ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]