ოლენა ტაირელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლენა ტაირელი (ინგლ. ) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998) და „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა დაიანა რიგიმ.

ლედი ოლენა ტაირელი იყო ტაირელის სახლის ხანდაზმული მატრიარქი და ამ სახლის უკანასკნელი ცნობილი ხელმძღვანელი. ლედი ოლენა, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეთქმულებებში და ინტრიგებში ღებულობდა მონაწილეობას. იგი ასევე ცნობილი იყო თავისი ჭკუითა და სარკაზმით. ამ თვისებების გამო მას „ეკლების დედოფალსაც“ ეძახდნენ. მრავალი თვალსაზრისით, ის იყო ტირელის სახლის დე ფაქტო ხელმძღვანელი ხუთი მეფის ომის დროს და როგორც ჩანს, დიდი გავლენა ჰქონდა რიჩზე.

მთელი თავისი ოჯახი ბეილორის დიდი სეპტის აფეთქებას შეეწირა, რაც სერსი ლანისტერის მიერ იყო ორკესტრირებული, შურისძიების მიზნით გადაწყვიტა ტაირელების ძალა დეინერის ტარგარიენთან გაეერთიანებინა. როდესაც დეინერისმა გააგზავნა თავისი ძალების კასტერლის კლდის ასაღებად, ჯეიმი ლანისტერმა დაიპყრო ჰაიგარდენი. ოლენას შესთავაზეს უმტკინვეულო სიკვდილი და აიძულეს შხამის დალევა, თუმცა, სიკვდილამდე ცხადყო, რომ ის იყო ის, ვინც მოკლა მისი ვაჟი, ჯოფრი ბარათეონი, მეწამულ ქორწილში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლენა ტირელი იყო ლორდ ლუთორ ტირელის ქვრივი და მეის ტირელის დედა, ჰაიგარდენის ყოფილი ლორდის, სამხრეთის მცველის, ლორდ პარამაუნტის და ტირელის სახლის უფროსის დედა. ის იყო მისი შვილების, ლორასისა და მარგერის ბებია. იგი დაიბადა რედვაინში, სახლი ტაირელის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ და ძლიერ ვასალს.