ველის არწივი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველის არწივი
2009-03-18 Kalahara Grootkolk 081.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფრინველები
კლასი: ქორდიანები
რიგი: Accipitriformes
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: არწივი
სახეობა: ველის არწივი
ლათინური სახელი
Aquila rapax

ველის არწივი (ლათ. Aquila rapax) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ აღწევს, წონა — 4 კგ. ფრთების შლილი 2 მ. ბუმბული მუქი მურაა, კეფაზე ზოგჯერ წითური. ველის არწივი გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, რუსეთში — ციმბირში (რუსეთი) და ყაზახეთში. საქართველოში ბევრგან გვხვდება. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრეა, დასავლეთ საქართველოში — მიმოფრენი. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებით და ამით სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. ცნობილია ველის არწივის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ევროპული ველის არწივი (Aquila rapax orientalis).

ბუდობის არეალი დასავლეთიდან — აღმოსავლეთისკენ აღმოსავლეთ ევროპით იწყება და მონღოლეთამდე გრძელდება. პოპულაციის უმეტესი ნაწილი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ზამთრობს. ფრინველების მხოლოდ მცირე ნაწილი ატარებს ზამთარს ახლო აღმოსავლეთში. ბუდობს ღია, უტყეო ადგილებში, სტეპებსა და მთისწინეთში. მიგრაციის დროს თითქმის ყველგან გვხვდება. ბუდობის არეალში სპეციალიზებულია მცირე ზომის მღრღნელების მოპოვებაზე და სხვა ძუძუმწოვრებზე, რომლებიც ზომით არ აღემატებიან ბოცვერს. ზამთარში საკვების მნიშვნელოვან ნაწილს ლეში შეადგენს.

ველის არწივის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]