ზოოპარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Male whale shark at Georgia Aquarium.jpg

ზოოპარკი ანუ ზოოლოგიური პარკი ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ცხოველი დაათვალიეროს. პირველი ზოოპარკი ძველი მეფეებისა და დიდებულების ცხოველთა კოლექციებს წარმოადგენდა. დღეს მრავალნაირი ზოოპარკი არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი გარკვეული ტიპის ცხოველებზეა სპეციალიზირებული. ზოოპარკის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა ოკენარიუმია, სადაც დელფინები და სხვა ზღვის ბინადრები ცხოვრობენ. თუმცა ზოგიერთი ადამიანის აზრით, ზღვის დიდი ცხოველების გამოკეტვა არ შეიძლება. ზოოპარკის კიდევ ერთი სახეობაა საფარი-პარკი, სადაც მნახველები მანქანებიდან ათვალიერებენ დიდ ფართობზე თავისუფლად გაშვებულ ცხოველებს.

Sydney taronga zoo.jpg

დანიშნულება[რედაქტირება]

გარდა იმისა, რომ ზოოპარკში ცხოველების ნახვა შეიძლება, ამ ორგანიზაციებს კიდევ სამი დანიშნულება აქვს: 1)მომსვლელთა გათვითცნობიერება, 2) ცხოველთა უნარ-ჩვევების შესწავლა, 3) ცხოველთა გამრავლება და მათი შთამომავლობის ბუნებაში დაბრუნება.

ბევრი სახეობის ცხოველი ისე მცირე რაოდენობით დარჩა ბუნებრივ პირობებში, რომ ზოოპარკებში მათი გამრავლება, შესაძლოა, ამ ცხოველთა გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს. თუ მრავალრიცხოვანი შთამომავლების მიღება მოხერხდა, მათ ჯგუფებად უშვებენ იმ ადგილებში, სადაც ეს სახეობა უკვე ამოწყდა. ასე მოიქცნენ ჰავაური ღერღეტის(ნენეს), დავითის ირმისა და არაბული ორიქსის შემთხვევაში.

ისტორია[რედაქტირება]

პირველი ზოოპარკი ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მეფეებისა და დიდებულების კუთვნილ ცხოველთა კოლექციები იყოს. წინათ ზოოპარკებშო ცხოველები ცოტა ხანს ცოცხლობდნენ, რადგან არც საკვები უვარგოდათ და არც სახვოვრებელი პირობები. 1254 წელს, როდესაც ინგლისში პირველად ჩამოიყვანეს სპილო, იგი საგანგებო 6X12 მეტრ შენობაში დააბინავეს, რომელიც, თანამედროვე სტანდარტებით, ძალზე პატარა იყო. საუკუნეთა განმავლობაში ზოოპარკი საშინელი საპყრობილე იყო ცხოველთათვის, რომელიც ცალკე ჰყავდათ ჩაკეტილი.

უკანასკნელ ხანს ბევრ ზოოპარკში მიხვდნენ, რომ პირველ ადგილზე ცხოველთა ინტერესები უნდა დააყენონ. კარგ ზოოპარკში ცხოველები გაცილებით მეტხანს ცოცხლობენ, ვიდრე ბუნებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს.