ერისი (მითოლოგია)
ერისი (ბერძნ. Έρις — «ბრძოლა, შერკინება, ჩხუბი») — ბერძნულ მითოლოგიაში უთანხმოების ქალღმერთი. ნიქტის ქალიშვილი, ქაოსის შვილიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ერიდას გაჩენელია შიმშილი, გლოვა, ქიშპი, მკვლელობა, უთანხმოება, უკანონობა, მისი შექმნილია შრომაც. ამგვარად ერისს ორი სახე აქვს, ერთი ომსა და უთანხმოებას ბადებს და ხალხს ძულს, მეორე კი — ხალხისთვის სასარგებლოა და აიძულებს მათ შრომაში შეეჯიბრონ ერთმანეთს.
ერიდა გახდა აფროდიტეს, ათენასა და ჰერას შორის უთანხმოების მიზეზი (რამაც ტროას ომი გამოიწვია), პელეოსის და ფეტისის ქორწილში ზევსის სურვილით ვაშლი ჩააგდო წარწერით "უმშვენიერესს" (უთანხმოების ვაშლი), ვინაიდან ზევსმა ის ამ ქორწილზე არ მოიწვია.
მისი ანალოგი რომაულ მითოლოგიაში დისკორდიაა.
ერისის სახელი ქვია მზის სისტემის ერთ-ერთ ჯუჯა პლანეტას (იხ. ერისი).
სტატიის