ასოპოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ასოპოსი (ძვ.-ბერძნ. Ἀσωπὸς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში წყლის ღვთაება. საბერძნეთში იყო რამდენიმე მდინარე, რომელსაც ერქვა ასოპოსი.
ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ასოპოსის წარმომავლობის სხვადასხვა ვერსია, რომლის მიხედვითაც ასოპოსი იყო შვილი ოკეანისა და ტეფიას; ან პეროსა და პოსეიდონის; ან ზევსისა და ევრინომას. მისი ცოლი იყო მეტოპა. ასოპოსს ყავდა ორი ვაჟი პელასგი და ისმენი და 12 ქალიშვილი: კერკირა, სალამინა, ეგინა, პირენა, კლეონა, ფივა, ტანაგრა, ფესოპია, ასოპიდა, სინოპა, ორნია, ხალკიდა .
როდესაც ზევსმა მოიტაცა მისი ქალიშვილი ეგინა, ასოპოსი დაედევნა მას, მაგრამ ზევსმა ის დაამარცხა ელვით. ამიტომ მდინარე ასოპოსში არის ნახშირები.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Theoi Project: Okeanos: Asopos
- Hazlitt, Classical Gazetteer, "Asopus"
- http://www.hellenjgeosci.geol.uoa.gr/43/GEOL%2043%20PAGES%2057-66.pdf (Hexavalent chromium and other toxic elements in natural waters in the Thiva – Tanagra – Malakasa Basin, Greece)

