ელისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისი
Ηλείας
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი ნომი
შედის დასავლეთ საბერძნეთი
ადმინისტრაციული ცენტრი პირგოსი
ოფიციალური ენა ბერძნული ენა
მოსახლეობა (2005) 198,763 კაცი
სიმჭიდროვე 75.9 კაცი/კმ²
ფართობი 2,618 კმ²
ელისი რუკაზე
კოდი ISO 3166-2 GR-14
სატელეფონო კოდი 262x0
საფოსტო ინდექსები 27x xx
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
ΗΑ
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში ელისი

ელისი ან ელია (ბერძნ. Ήλις ან Ήλεία, Elis) — ნომი საბერძნეთში, დასავლეთ საბერძნეთის პერიფერიაში. ელისის ნომის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ოლიმპია, სადაც ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პირგოსი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ელისის ჩრდილოეთი წერტილი არის 38 ° 06'N, დასავლეთი 22 ° 12'E, სამხრეთი 37 ° 18'N, და აღმოსავლეთი 21 ° 54'E. ელისის ნომის ნაწილია ორი პატარა ნახევარკუნძული.

ყველაზე გრძელი მდინარეა ალფეოსი. სხვა მდინარეები ერიმანთოსი, პინეიოსი და ნედა. ალფეოსი, პინეიოსი და ნედა ერთვის იონიის ზღვას ელისის ნომის ტერიტორიაზე.

პერიფერიული ერთეულის აღმოსავლეთი ნაწილი ტყითა დაფარული, სამხრეთში ძირითადად ფიჭვით . მთათა სისტემა მოიცავს: მოვრი (400 მ), დივრი (დაახლოებით 1500 მ), მინთე (დაახლოებით 1100 მ), და სხვა. ნიადაგის დაახლოებით ერთი მესამედი ნაყოფიერია, დანარჩენი მთიანია და გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობის კულტურებისთვის.ჭაობები დაშრობილი იქნა სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის, ჭაობების მხოლოდ 10 კმ ² შემონახული და არის დაცული.

კლიმატი[რედაქტირება]

ელისის ნომში არის ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ცხელი, მზიანი ზაფხულით. ტემპერატურა 40 °C-ზე მაღლა არ დაფიქსირებულა. მაღალმთიანი რაიონები ზამთარში თოვლითაა დაფარული. ელისი უფრო ტენიანი, ვიდრე აღმოსავლეთი პელოპონესი.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული აქაია იყოფა 7 მუნიციპალიტეტად.

2010 Dimi Ilias numbered.svg
ოლიმპია (1)
ანდრავიდა-კილინი (2)
ანდრიცაინას-კრესტენონი (2)
ელისი (2)
პინეიოსი (2)
პირგოსი (2)
ზაქარო (2)

ისტორია[რედაქტირება]

ანტიკურ დროში ელისი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის ცენტრი იყო ქალაქი ელისი და წმინდა ადგილი — ქალაქი ოლიმპია, სადაც ანტიკური ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა ძვ. წ. 776-დან 394 წლამდე. ძვ.წ. 146 წლიდან ელისი აქაიას პროვინციის ნაწილი იყო რომის იმპერიის ფარგლებში. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ელისი გადავიდა ბიზანტიის იმპერიის მმართველობის ქვეშ.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ჯვაროსნებმა დასავლეთ ევროპიდან შექმნეს აქაიას სამთავრო, რომელშიც შედიოდა ელისი. სამთავრო არსებობას აგრძელებდა 1204-წლიდან 1460 წლამდე, როდესაც ის დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ.

ოსმალეთის იმპერია მართავდა საბერძნეთის დიდ ნაწილს 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციამდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ზარალი მიადგა ელისს, დაზიანდა სახლები, ადამიანები დარჩნენ უსახლკაროდ, და ამის შემდეგ საბერძნეთის სამოქალაქო ომმა კიდევ უფრო დიდი ნგრევა და ეკონომიკური ვარდნა მოუტანა რეგიონს და მთლიან ქვეყანას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური საიტი

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელისი&oldid=2531970“-დან