ეკოლოგიური კატასტროფა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკოლოგიური კატასტროფა სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად

ეკოლოგიური კატასტროფა — ბუნებრივი კომპლექსების შეუქცევადი ცვლილებები, დაკავშირებული ცოცხალი ორგანიზმების მასიურ ამოხოცვასთან. შეიძლება იყოს ლოკალური ან გლობალური. ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფა ერთი ან რამდენიმე ლოკალური ეკოლოგიური სისტემის დაღუპვას იწვევს. გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა ჰიპოთეტური მოვლენაა, რომელიც დედამიწის ბიოსფეროზე გარე თუ შიდა ფაქტორების ზემოქმედების დაუშვებლად მაღალი დონის შედეგად შეიძლება მოხდეს.