გიორგი სააკაძე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გიორგი სააკაძე“

კადრი ფილმიდან
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი
რეჟისორი შ. გედევანიშვილი, ნ. სანიშვილი
სცენარის ავტორი ანა ანტონოვსკაია,
ბორის ჩორნი
როლებში აკაკი ხორავა,
ვერიკო ანჯაფარიძე,
სპარტაკ ბაღაშვილი,
მედეა ჯაფარიძე
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე
ხმის ოპერატორი სერგეი ზაბოზლაევი,
ა. შტეგელმანი
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი მიხეილ გოცირიძე, რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1943
ხანგრძლივობა 170 წთ (2 სერია)
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

გიორგი სააკაძე1942-43 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავის“ მიხედვით. ცალ-ცალკე სამთავროებად დაქუცმაცებულ, გარეშე მტრების სათარეშოდ გადაქცეული საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძვის გიორგი სააკაძე. ქართლის მეფეს — ლუარსაბ მეორესაც სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე ცოლად გიორგის დას შეირთავს. დიდი მოურავის აღზევებით შურით აღვსილი თავადები შეთქმულებას აწყობენ მის წინააღმდეგ. სააკაძე იძულებული ხდება ირანის შაჰის კარზე შეაფაროს თავი. დაიწყო დიდი ომები, რომელსაც გიორგი სააკაძე შაჰისთვის აწარმოებდა. ისპაჰანში გამარჯვებით დაბრუნებულს შაჰი უკვე საქართველოზე გალაშქრებას მოსთხოვს. მძევლად კი უმცროს შვილს დაიტოვებს. სააკაძეს სპარსეთის ლაშქრის დახმარებით უნდა ურჩი თავადები გაანადგუროს და საქართველო გააერთიანოს. მტრის ურიცხვი ჯარის განადგურებით იგი შელახულ ღირსებას აღიდგენს. ქართველები გამარჯვებას ზეიმობენ, ამ დროს კი გიორგი სააკაძეს შაჰის გამოგზავნილ ძღვენს მიართმევენ. შაჰმა გიორგის ღალატის სანაცვლოდ მის შვილს თავი მოჰკვეთა და სააკაძეს გაუგზავნა. სულიერად გატეხილ სააკაძეს კი გაერთიანებული თავადები ადვილად ამარცხებენ…

ფილმის გადაღება თავად სტალინმა შეუკვეთა. მისი ბიუჯეტი 7 მილიონი მანეთი იყო. ფილმის გადაღების დაწყება ქვეყანაში ოფიციალურად გამოაცხადეს 1941 წლის 22 ივნისს. XVII საუკუნის ეპოქის გასაცოცხლებლად, სტალინის სპეციალური ბრძანებით, კრემლის ცნობილი მუზეუმიდან მოხდა ქართველი თავადების ორიგინალი კოსტიუმების გამოტანა. ისინი რეჟისორს უკან აღარ დაუბრუნებია და დღემდე ინახება საქართველოს მუზეუმებში.[1] გამოსვლიდან პირველი 2 წლის განმავლობაში ფილმი 40 მილიონმა ადამიანმა ნახა. მათ შორის ადოლფ ჰიტლერმა, თეოდორ რუზველტმა, უინსტონ ჩერჩილმა და ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა [2]

ფილმი აღდგენილია 1979 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის მსახიობები ვერიკო ანჯაფარიძე და აკაკი ხორავა, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი დაჯილდოვდნენ I ხარისხის სტალინური პრემიით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კოსტიუმები ქართული ისტორიული ფილმიდან „გიორგი სააკაძე“
  2. დოკუმენტური ფილმი — „ფილმი ფილმზე — გიორგი სააკაძე"