ანა ანტონოვსკაია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა ანტონოვსკაია
Анна Антоновская
დაბადების თარიღი:

13 იანვარი, 1886
(31 დეკემბერი, 1885)

დაბადების ადგილი:

ტფილისი, რუსეთის იმპერია

გარდაცვალების თარიღი:

21 ოქტომბერი, 1967

პერიოდი :

19041967

თემატიკა:

ისტორიული რომანი

Magnum opus:

„დიდი მოურავი“

ანა არნოლდის ასული ანტონოვსკაია (რუს. Анна Арнольдовна Антоновская, ქალიშვილობაში ვეჟნერი; დ. 13 იანვარი, 1886 (31 დეკემბერი 1885), ტფილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1967, მოსკოვი) — რუსი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. სტალინის პრემიის II ხარისხის ლაურეატი (1942).

[რედაქტირება] შემოქმედება

1904 წელს დაიწყო ლექსების წერა. 1918-1919 მისი ლექსები იბეჭდებოდა აკმეისტურ გამოცემებში. Opus magnum — რომანი „დიდი მოურავი“ გიორგი სააკაძის შესახებ (I წიგნი 1937, II წიგნი 1940, III წიგნი 1947, IV წიგნი 1953, V წიგნი 1957, VI წიგნი 1958). რომანი გადათარგმნილია რამდენიმე ენაზე. ქართულად თარგმნა ა. ჭუმბურიძემ[1]. 1942 წელს გამოვიდა ფილმი „გიორგი სააკაძე“, რომელიც გადაღებული იყო რომანის მოტივებზე.

ანა ანტონოვსკაია არის შემდეგი პიესების ავტორი: «ფერების რევოლუცია» (1921), «გიორგი სააკაძე» (1925) და «მოსკოვის ცეცხლი»; რომანები: «მშვიდობის ანგელოზები» საქართველოს ინტერვენიციის შესახებ (1945-1946), «დოკუმენტალური ნოველები საქართველოს შესახებ» (1961).

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე