დავითი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დავითი | |
| דָּוִד | |
| პედრო ბერუგეტე, დავითი, XV ს. | |
| გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მე-2 მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | დაახ. ძვ. წ. 1005 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 965 |
| წინამორბედი: | საული |
| მემკვიდრე: | სოლომონ მეფე |
| დაბ. თარიღი: | დაახ. ძვ. წ. 1035 |
| დაბ. ადგილი: | ბეთლემი |
| გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 965 |
| გარდ. ადგილი: | იერუსალიმი |
| მეუღლე: | მიქალი, აჰიონამი, აბიგაილი, მახაჰი, ჰაგითი, ეგლაჰი, აბიტალი და ბერსაბე |
| შვილები: | ამნონი, თამარი, აბესალომი, ადონია |
| დინასტია: | იუდეას მეფეთა დინასტიის დამაარსებელი |
| მამა: | იესეი |
| რელიგია: | იუდაიზმი |
დავითი, დავით წინასწარმეტყველი (ებრ. דָּוִד) — ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი. მეფობდა 40 წელს (დაახ. ძვ. წ. 1005—965): შვიდი წელი და ექვსი თვე იყო იუდეის მეფე, დანარჩენი 33 წელი ისრაელის მეფე. ის არის მმართველის იდეალური განსახიერება. წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.
ბიბლიის მიხედვით დავითი იყო მწყემსი. ღმერთმა ნახა მისი სიკეთე, ამიტომ მოაშორა საული სამეფოს და ტახტზე დავით წინასწარმეტყველი აიყვანა.
დავითი აბრაამისეული რელიგიების ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ის გვხვდება იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა ტრადიციებში. ყურანში ის დაუთის სახელითაა მოხსენიებული.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- დავით მეფე
- დავითი (ძვ. წ. 1004—965) (რუსული)
- სტატია «დავითი» ებრაულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში (რუსული)
- დავით წინასწარმეტყველი ხელოვნებაში (რუსული)