გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 395
გაეროს უს რეზოლუცია 395 | |
---|---|
თურქეთის და საბერძნეთის ტერიტორიული წყლები | |
თარიღი | 25 აგვისტო 1976 |
სხდომა № | 1953 |
კოდი | S/RES/395 (დოკუმენტი) |
თემა | თურქეთი-საბერძნეთი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 395 მიიღეს 1976 წლის 25 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იკამათეს ეგეოსის ზღვის ტერიტორიულ წყლებთან დაკავშირებით. საბჭომ შენიშნა დაძაბულობა და მოუწოდა ორივე მხარეს თავშეკავებისაკენ და მოლაპარაკებებისკენ. საბჭომ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ იცის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ, რომელიც საკმარისად კვალიფიცირებულია და შეუძლია მოაგვაროს ნებისმიერი სამართლებრივი დავა.
საბერძნეთმა დაადანაშაულა თურქეთი, მის კონტინენტურ შელფზე სეისმოლოგიური სამუშაოების ჩატარებაში. იმავდროულად, თურქეთმა გააპროტესტა თავისი სამოქალაქო კვლევის გემის დევნა და დაშინება.[1][2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რეზოლუციის ტექსტი (PDF)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Wellens, Karen (1990). Resolutions and statements of the United Nations Security Council (1946-1989): a thematic guide. BRILL, გვ. 23. ISBN 978-0-7923-0796-9.
- ↑ Bölükbaşı, Deniz (2004). Turkey and Greece: The Aegean Disputes. Routledge Cavendish, გვ. 261–262. ISBN 978-1-85941-953-3.