გაეროს საერთაშორისო სასამართლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასამართლოს ემბლემა

საერთაშორისო სასამართლოგაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა 1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3 წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა (ნიდერლანდი).