ბოსტონ სელტიკსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოსტონ სელტიკსი
Boston Celtics
ბოსტონ სელტიკსის სეზონი 2011–12
ბოსტონ სელტიკსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ატლანტიკის
დაარსდა 1946
ისტორია ბოსტონ სელტიკსი
(1946–დღემდე)
არენა თიდი გარდენი
ქალაქი ბოსტონი, მასაჩუსეტსი
გუნდის ფერები მწვანე, თეთრი, შავი, ოქროსფერი
                   
მფლობელ(ებ)ი Boston Basketball Partners L.L.C.
გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი
მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი
D-ლიგის კლუბი Maine Red Claws
ჩემპიონები 17 (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1986, 2008)
კონფერენციის ტიტულები 21 (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976, 1981, 1984, 1985, 1986, 1987, 2008, 2010)
დივიზიონის ტიტულები 21 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1980, 1981, 1982, 1984, 1985, 1986, 1987, 1988, 1991, 1992, 2005, 2008, 2009, 2010, 2011, 2012)
გაუქმებული ნომრები 21 (00, 1, 2, 3, 6, 10, 14, 15, 16, 17, 18, LOSCY, 19, 21, 22, 23, 24, 25, 31, 32, 33, 35
ოფიციალური ვებ-გვერდი
Kit body basket in white.png
{{{title}}} jersey
Kit shorts blanksides2.png
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body basket with white.png
{{{title}}} jersey
Kit shorts whitesides.png
გუნდის ფერები
სარეზერვო

ბოსტონ სელტიკსი (ინგლ. Boston Celtics) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 1946 წელს. მისი სათამაშო ბაზაა ბოსტონში, მასაჩუსეტსი. გუნდი მონაწილეობას იღებს ატლანტიკის დივიზიონში და არის ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი. გუნდის ახლანდელი მფლობელი არის Boston Basketball Partners LLC. გუნდის საშინაო არენად კი TD Garden-ია, რომელსაც გუნდი იყოფს ჰოკეის გუნდ ბოსტონ ბრუინსთან ერთად. სელტიკსის 17 NBA-ს ჩემპიონობა არის ყველაზე დიდი მიღწევა NBA ისტორიაში, სადაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ 1 ჩემპიონობით უსწრებენ მათ ყველაზე დიდ მეტოქეს დასავლეთის კონფერენციის მონაწილე ლოს-ანჯელეს ლეიკერსს, რომელთაც 16 ტიტული აქვთ მოპოვებული. 1957 წლიდან 1969 წლამდე, სელტიკსი დომინირებდა ლიგაში, სადაც 11 ჩემპიონის ტიტულის მოგება მოახერხეს 13 წლის განმავლობაში, აქედან 8 კი ზედიზედ მოპოვებული იყო (1959-1966), ეს კი ყველაზე დიდი დომინირების წლებია და შედეგი რაც კი ჩრდილოეთ ამერიკის რომელიმე სპორტის რომელიმე გუნდს მიუღწევია როდისმე.