რედ ორბეხი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არნოლდ ჯეიკობ ორბეხი
Arnold Jacob Auerbach

არნოლდ ჯეიკობ ორბეხი
ბოსტონ სელტიკსის პრეზიდენტი - რედი ორბეხი
დაბადების თარიღი სექტემბერი 20, 1917(1917-09-20)
დაბადების ადგილი ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი ოქტომბერი 28, 2006
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონის შტატი, აშშ
ალმა-მატერი George Washington University
საქმიანობა NBA-ის მწვრთნელი და აღმასრულებელი
ეროვნება ამერიკელი
მეუღლე დოროთი ლუისი
შვილები ნენსი ორბეხ კოლინსი, რენდი ორბეხი

არნოლს ჯეიკობ რედ ორბეხი“ (ინგლ. Arnold Jacob "Red" Auerbach დ. 1917 წლის 20 სექტემბერს - 2006 წლის 28 ოქტომბერი[1]) — ამერიკელი, ვაშინგტონ კეპიტოლზის, თრი-სიტიზ ბლექჰოუქსის და ბოსტონ სელტიკსის მთავარი მწვრთნელი. მას შემდეგ, რაც მან მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მან დაიწყო მსახურობა ბოსტონ სელტიკსის ოფისში პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც პოსტს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა. როგორც მწვრთნელმა, მან მოახერხა 938 მატჩის მოგება (მწვრთნელობიდან წასვლის დროს რეკორდი იყო[1]) და 9 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (მოგვიანებით ფილ ჯექსონმა გადაასწრო). როგორც გენერალურმა მენეჯერმა და გუნდის პრეზიდენტმა, სელტიკსმა კიდევ 7 NBA-ის ტიტული მოიგო, რაც მისი 29 წლიანი[2] კარიერის განმავლობაში 16 თასი იყო. ამით ის ერთერთი ყველაზე წარმატებული ოფიციალური გუნდის პირი გახდა ჩრდილო ამერიკის პროფესიონალურ სპორტის ისტორიაში. ის ასევე დასახელებული იქნა NBA-ის ისტორიის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 May, Peter. “Auerbach, pride of the Celtics, dies“, Boston.com, October 29, 2006. წაკითხვის თარიღი: July 10, 2007. 
  2. Red Auerbach biography. JockBio.com. წაკითხვის თარიღი: July 10, 2007.