ბორის წიფურია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის წიფურია

ბორის წიფურიას საფლავი თბილისში
დაბადების სახელი ბორის წიფურია
დაბადების თარიღი 15 ივნისი, 1933
ხორგა, სსსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 ივნისი, 2005 (72 წლის)
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

ბორის წიფურია (დ. 15 ივნისი, 1933, სოფ. ხორგა, ხობის რაიონი — გ. 28 ივნისი, 2005) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1956–1962 წლებში მუშაობდა სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984–1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ იური ქავთარაძის ფილმში „უყაიმო თამაში“; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია („შერეკილები“, 1973), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“, 1978), სელიმი („მიზანში“, 1979).

1965–2005 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]