შერეკილები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შერეკილები
ერთაოზისა და ქრისტეფორეს გაცნობა
ერთაოზისა და ქრისტეფორეს გაცნობა
ჟანრი:

ფანტასტიური ისტორია

დამდგმელი რეჟისორი:

ელდარ შენგელაია

სცენარის ავტორი:

რეზო გაბრიაძე

მთავარ როლებში:

ვასილ ჩხაიძე
დათო ჟღენტი

კომპოზიტორი:

გია ყანჩელი
ჯანსუღ კახიძე

ოპერატორი:

გენო ჩირაძე

მონტაჟი:

ნელი ფარცვანია

მხატვარი:

რევაზ მირზაშვილი
თენგიზ მირზაშვილი

ხმის ოპერატორი:

ვლადიმერ დოლიძე

კინოსტუდია:

ქართული ფილმი

ხანგრძლივობა:

80 წთ.

ქვეყანა:

საქართველოს სსრ

IMDb პროფილი

შერეკილები — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.

[რედაქტირება] სიუჟეტი

ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარაგარიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგარიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს:

ვიკიციტატა
„ცოცხალი ოდიშელიძის, შავი დედალის დაძმაკაცებით დამარხვისთვისო, ამას შვიდი მე ათი, იჯექი თუ კაიაო“
(ერთაოზი)

ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფო უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიედ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.

ვიკიციტატა
„რას ჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება, დაბრუნდით დედამიწაზე!“
(ნოშრევანი)

[რედაქტირება] როლებში

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები