ბაჰამის კუნძულების დემოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰამის კუნძულების დემოგრაფია, 2005 წლის მონაცემები; მოსახლეობის რაოდენობა ათასებში.
ბაჰამის კუნძულების სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

ბაჰამის კუნძულების მთლიანი მოსახლეობა 347 176 ადამიანია, საიდანაც 25,9% 14 წელზე ქვემოთაა, 67,2% 15-დან 64 წლამდე, 6,9% კი 65 წელზე მეტის. მოსახლეობის ზრდა 0,925%-ია (2010 წლის აღწერით). შობადობის მაჩვენებელია 17,81 ყოველ 1000 ადამიანზე, სიკვდილიანობა 9,35/1000, მიგრაციის სალდო -2.13 ყოველ 1 000 ადამიანზე.[1]

ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 23,21-ია ყოველ 1000 დაბადებულზე. დაბადებისას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 69,87 წელია: 73,49 წელი ქალებისთვის და 66,32 მამაკაცებისთვის. ნაყოფიერების საერთო მაჩვენებელი ქალებისთვის არის 2.0 ბავშვი (2010 წლის აღწერა).[2]

ქვეყნის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: 85% აფრიკელი, 12% ევროპელი, 3% აზიელი და ლათინოამერიკელი.[3] რელიგიური მრწამისი მიხედვით, მოსახლეობის 35,4% ბაპტისტია, 15,1% ანგლიკანი, 13,5% კათოლიკე, 8,1% ორმოცდაათიანელი, 4,8% ღმერთის ეკლესიის მიმდევარი, 4,2% მეთოდისტი, 15.2% სხვა ქრისტიანი,[3] 12% პროტესტანტი, 3% არარელიგიურია ან უცნობია, 2% სხვა. სხვა მრწამსის ადამიანებს შორის არიან ებრაელები, მუსლიმები, ბაჰაისტები, ინდუისტები, რასტაფარიანელები და ადგილობრივი მაგიური პრაქტიკის მიმდევრები.[4]

ბაჰამის კუნძულების ოფიციალური ენაა ინგლისური, ბევრი მაცხოვრებელი საუბრობს ბაჰამურ დიალექტზე.[5] 1995 წლის შეფასებით, სრულწლოვანი მოსახლეობის 98,2% წერა-კითხვის მცოდნეა.[6]

ეთნიკური ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრო-ბაჰამელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფრო-ბაჰამელი ბავშვები ადგილობრივ სკოლაში.

აფრო-ბაჰამელები ბაჰამის კუნძულების ის მაცხოვრებლები არიან, რომელთა წინაპრების სამშობლოც დასავლეთ აფრიკაა. პირველი აფრიკელები ბაჰამებზე, კერძოდ კი კუნძულ ელიუთერაზე მოვიდნენ ბერმუდის კუნძულებიდან, ესენი იყვნენ გათავისუფლებული მონები, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ეძებდნენ. ამჟამად, აფრო-ბაჰამელები ბაჰამის კუნძულების უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 85%-ს.[3] ასევე სახლობს დაახლოებით 80 000 ჰაიტელი.[7]

ევროპელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მონაცემებით, ბაჰამის კუნძულებზე 16 598 თეთრკანიანი ადამიანი ცხოვრობს.[8] დაახლოებით 38 000 ევროპელი ბაჰამელი,[9] ანუ ბაჰამელები ევროპული წარმოშობით, ძირითადად ინგლისელი პურიტანებისა და ამერიკელი ლოიალისტების შთამომავლები არიან, რომლებიც კუნძულებზე 1649 წელსა და შემდეგ 1783 წელს დასახლდნენ.[10] ისინი წარმოქმნიან ბაჰამის კუნძულების უმსხვილეს უმცირესობას, მთლიანი მოსახლეობის 12%-ს.[3] ბევრი სამხრეთელი ლოიალისტი აბაკოს კუნძულებზე ჩასახლდა, სადაც მოსახლეობის 50% თეთრკანიანია.[11]

ევროპელი ბაჰამელების მცირე ნაწილი ბერძენი მუშების შთამომავალია, რომლებიც ბაჰამებზე 1900-იან წლებში ზღვის ღრუბლების ინდუსტრიის გასავითარებლად ჩავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ, მათ შეძლეს და შეინარჩუნეს თავიანთ განსხვავებული ბერძნული ბაჰამური კულტურა.

ბაჰამელების გენეალოგიის ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ოჯახების უმრავლესობას განშტოებები აქვს და უშუალოდ ოჯახის წევრებიც კი მოიცავენ მთელს სპექტრს „ღიას“, „ყავისფერსა“ და „შავს“ შორის.[12]

ბაჰამის კუნძულებზე, გამოიყენება მხოლოდ ტერმინი ბაჰამელი, რადგან არ ცნობენ ტერმინ ვესტ-ინდოელს.

გარდა ამისა, ბევრი ბაჰამელი შერეული წარმოშობისაა, მათ შორის არიან კალათბურთელი რიკ ფოქსი, მსახიობი პერსია უაიტი და მომღერალი ლენი კრავიცი.

უდიდესი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    
ბაჰამის კუნძულების დროშა ბაჰამის კუნძულების უდიდესი ქალაქები
მოსახლეობის 2009 წლის აღწერა
რიგი ქალაქის სახელი კუნძული მოს.
ნასაუ
ნასაუ

ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)
ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები)

1 ნასაუ ნიუ-პროვიდენსი 238 132
2 ფრიპორტი (ბაჰამის კუნძულები) დიდი ბაჰამა 47 085
3 უესტ-ენდი (დიდი ბაჰამა) დიდი ბაჰამა 13 004
4 კუპერს-ტაუნი აბაკოს კუნძულები 9 069
5 მარშ-ჰარბორი აბაკოს კუნძულები 5 728
6 ფრიტაუნი (ბაჰამის კუნძულები) ელიუთერა 4 222
7 ჰაი-როკი დიდი ბაჰამა 3 827
8 ანდროს-ტაუნი ანდროსი (ბაჰამის კუნძულები) 2 318
9 სპენიშ-უელსი ელიუთერა 1 805
10 კლარენს-ტაუნი ლონგ-აილენდი (ბაჰამის კუნძულები) 1 705


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2013-07-22.
  2. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2013-07-22.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 CIA - The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2013-07-22.
  4. Bahamas – International Religious Freedom Report 2005 – accessed 8 August 2008
  5. Bahamas Languages დაარქივებული 2009-09-21 საიტზე Wayback Machine. – accessed 8 August 2008
  6. ბაჰამის კუნძულების გზამკვლევი
  7. Nick Davis (2009-09-20), Bahamas outlook clouds for Haitians. BBC.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-09. ციტირების თარიღი: 2013-07-22.
  9. David Levinson (1998). "Ethnic groups worldwide: a ready reference handbook". Greenwood Publishing Group. p.317. ISBN 1-57356-019-7
  10. "The Names of Loyalist Settlers and Grants of Land Which They Received from the Bahamian Government: 1778 - 1783 დაარქივებული 2013-07-25 საიტზე Wayback Machine. ".
  11. Rachel J. Christmas, Walter Christmas (1984). "Fielding's Bermuda and the Bahamas 1985". Fielding Travel Books. p.158. ISBN 0-688-03965-0
  12. A-Z of Bahamas Heritage. Isbndb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 16 October 2012.