სისხლი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „სისხლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სისხლი (მრავალმნიშვნელოვანი).


სისხლი (ლათ. sanguis, ბერძნ. αἷμα - ჰაიმა) – განსაკუთრებული თხევადი ქსოვილი. გულის მეშვეობით, ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტამაში. ასრულებს სხვადასხვა სატრანსპორტო დამაკავშირებელ ფუნქციებს, რითაც უზრუნველყოფს სხეულის სხვა ქსოვილების ფუნქციონერებას. მედიცინის დარგს სისხლის შესახებ ჰემატოლოგია ეწოდება. ზრდასრულ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. იგი სისხლძარღვთა ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ადამიანის წონის დაახლოებით 1/13–ს შეადგენს.

სექციების სია

[რედაქტირება] შემადგენლობა

სისხლი შედგება უფერო გამჭვირვალე სითხისგან – სისხლის პლაზმისგან და სისხლის უჯრედებისგან, რომლებსაც სისხლის ფორმიან ელემენტებს უწოდებენ. ესენია: სისხლის წითელი უჯრედები ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები და სისხლის ფირფიტები, ანუ თრომბოციტები. პლაზმა სისხლის 60%ს შეადგენს, 40% კი ფორმიან ელემენტებზე მოდის. პლაზმა შეიცავს 90%–ზე მეტ წყალს, 7% ცილებს, 0.9% მინერალურ მარილებს, 0.8%-ს ცხიმებს, 0.12%–ს ნახშირწყალს– გლუკოზას. პლაზმა ასეთ შემადგენლობას ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვისას ადამიანს ფიზიოლოგიურ ხსნარს უსხამენ ხოლმე[1].

[რედაქტირება] სისხლის ჯგუფები

სისხლის ორი ტიპი არსებობს: რეზუს–დადებითი და რეზუს–უარყოფითი. ადამიანთა უმრავლესობას პირველი ტიპის სისხლი აქვს. დადებითი ნიშნავს განსაკუთრებული ცილის – რეზუსის შემცველობას სისხლის პლაზმაში. თითოეული ეს ტიპები კი კიდევ ოთხ ჯგუფად იყოფა(I,II,III და IV). სისხლის ჯგუფიც, სიცოცხლის განმავლობაში, არ იცვლება. სისხლის დაკარგვისას ადამიანს უსხამენ სხვა იგივე რეზუს–ფაქტორიანი ადამიანის სისხლს გარკვეული წესით:

სისხლის ჯგუფი შეიძლება გადაესხას შემდეგ ჯგუფებს შეიძლება მიიღოს შემდეგი ჯგუფებიდან
I I,II,III,IV I
II II,IV I,II
III III,IV I,III
IV IV I,II,III,IV

[რედაქტირება] სქოლიო

  1. ფიზიოლოგიურ ხსნარში დაცულია მარილის კონცენტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება დარღვევები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლამარა ბურდილაძე, მარინე ბაგალიშვილი; ბიოლოგია XII კლასი; დიოგენე , გვ. 71; 2010

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე