კრომანიონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრომანიონელის თავის ქალა

კრომანიონელი — გვიანდელი პალეოლითის ეპოქის ადამიანის ზოგადი სახელწოდება. კრომანიონელის ნაშთები პირველად იპოვეს 1868 წელს კრო-მანიონთან (საფრანგეთი). კრომანიონელის სპეციფიკური თავისებურებებია: დოლიქოკრანიული ქალა, ფართო სახე, მკვეთრად გამოხატული წარბზედა რკალები, კუთხოვანი და დაბალი თვალბუდეები, ვიწრო და წინ წაზიდული ცხვირი, ძალზე დიდი ტევადობის ტვინის ქალა, სიმაღლე 180 სმ. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით კრომანიონელი განეკუთვნება ადამიანთა თანამედროვე სახეობას.

საქართველოში კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები ნაპოვნია საკაჟიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]