ბარაკოა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბარაკოა
Baracoa
Baracoa 5705.JPG
ქვეყანა კუბა
პროვინცია გუანტანამო
კოორდ. 20°21′00″ ჩ. გ. 74°31′00″ დ. გ. / 
ფართობი 977[1] კმ²
სიმაღლე 5
მოსახლეობა 81,794 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 83.7 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი http://www.baracoa.org/

ბარაკოა მდებარეობა კუბა

Red pog.svg

ბარაკოა (ესპ. Baracoa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, გუანტანამოს პროვინციაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე. გარშემორტყმულია მაღალი კლდოვანი მთებით, რის გამოც ქალაქი იზოლირებული იყო ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან. 1960-იან წწ. მთების გავლით გაიხსნა გზა, რომლის მეშვეობით ბარაკოა დაუკავშირდა ქალაქ გუანტანამოს.

2004 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 81,794 ადამიანი.[2] 1492 წელს ბარაკოას თანამედროვე ადგილი პირველად მოინახულა ქრისტეფორე კოლუმბმა. ქალაქი დაარსდა 1511 წელს ესპანელი კონკისტადორის დიეგო ველასკესის მიერ. 1518-1522 წლებში ბარაკოა იყო კუბის დედაქალაქი.

მოყავთ კაკაო, ქოქოსი და ბანანი. ბარაკოა კუბაში შოკოლადის წარმოების მთავარი ცენტრია. განვითარებულია ტურიზმი. მიმდინარეობს თევზჭერა. ქალაქიდან დასავლეთით 10 კილომეტრში მდებარეობს მაგიდა მთა — ელ-იუნკე, ხოლო ჩრდილოეთით 20 კილომეტრში ალექსანდერ ჰუმბოლდტის ეროვნული პარკი. ქალაქში არის აეროპორტი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Statoids. Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-05.
  2. Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-05. (ესპანური)
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე