კაიმანერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუნიციპალიტეტი
კაიმანერა
Caimanera
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია გუანტანამო
კოორდინატები 19°59′41″ ჩ. გ. 75°09′36″ დ. გ. / 19.99472° ჩ. გ. 75.16000° დ. გ. / 19.99472; -75.16000
ფართობი 366 კმ²
სიმაღლე 5
მოსახლეობა 10 562 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 28,9 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-432

კაიმანერა მდებარეობა კუბა

Red pog.svg

კაიმანერა (ესპ. Caimanera) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გუანტანამოს პროვინციაში. წარმოადგენს სათევზაო დასახლებასა და ნავსადგურს, რომელიც გუანტანამოს უბის დასავლეთ ნაწილშია აგებული, აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბაზისგან ოდნავ ჩრდილოეთით და პროვინციულ დედაქალაქ გუანტანამოსგან სამხრეთით. გემებს ძირითდად შაქრის ლერწამი და ყავა გადააქვთ.

ამ შორეული ქალაქის მცხოვრებლები უახლოესი მეზობლები არიან აშშ-ის სამხედრო ბანაკისა და ამჟამად საპატიმროსთვის, სადაც სასჯელს ავღანეთის ომში მებრძოლები იხდიან. მეთევზეთა და მარილის მომპოვებელთა საზოგადოება აქ XX საუკუნის დასაწყისში ყვაოდა, რაც ბაზის მშენებლობით იყო გამოწვეული. ის მაგნიტივით იზიდავდა მუშებსა და უბრალო მნახველებს, რომელთა შორისაც იყვნენ კუბის კუნძულებისა და უახლოესი ქვეყნების, მაგალითად იამაიკის მოსახლეობა.

ქალაქს სახელი ეწოდა ალიგატორისგან (ჰოლანდ. Kaaiman), რომლებიც ერთ დროს მანგროვან ლაბირინთებსა და უბის ზემო ნაწილში ბინადრობდნენ. ამჟამად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 562 ადამიანს შეადგენდა.[1] 366 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 28,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-06.