ელ-იუნკე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ელ-იუნკე | |
ელ-იუნკეს ხედი ბარაკოას ყურიდან |
|
| კოორდინატები: / | |
|---|---|
| სიმაღლე |
575 მ |
| მდებარეობა | |
| ქედი | |
ელ-იუნკე (ესპ. El Yunque) — მთა კუბაში, სიერა-მაესტრას ქედზე. სიმაღლე 575 მ.[1] ქალაქ ბარაკოადან დასავლეთით მდებარეობს 7 კილომეტრში. წარმოადგენს მაგიდა მთას, რომელიც მოგვაგონებს გრდემლს, რის გამოც ეწოდა აღნიშნული სახელწოდება (yunque – ესპ. გრდემლი). გაწოლილია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების დუაბისა და ტოას ნაპირებს შორის. მთა ელ-იუნკე მოიხსენიება ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკის აღმოჩენის ქრონიკებში.[2] მთის პერიმეტრის სიგრძე 1125 მ-ია, ხოლო საერთო ფართობი 461 000 მ².
1979 წლის 25 დეკემბერს კუბის ეროვნულმა კომისიამ ელ-იუნკე გამოაცხადა ნაციონალურ ძეგლად.[1]